თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავებიან.
ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ოქმის წაკითხვის დროს განაცხადა.
პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ბაჩიაშვილისთვის 3-მილიონიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს, დიდი ოდენებით კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს..
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები