ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“უკრაინული არმიის შეიარაღებაში პირველად გამოჩნდა ოფიციალურად JDAM-ER მართვადი საავიაციო ბომბები.
მსგავსი ტიპის ბომბების უპირატესობები:
ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებიდან შეიძლება გაშვება.
სიზუსტე
ჰაიმარსის რაკეტისგან განსხვავებით, რომლის საბრძოლო ქობინიც დაახლოებით 100 კილოგრამია, ჯეიდამების ქობინის წონა 230-დან 900 კილომდეა. ანუ, ბევრად უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.
იგივე ჰაიმარსის რაკეტებთან შედარებით, გაცილებით მეტი აქვს ამერიკას და მეტის მიწოდებაც შეუძლიათ.
უფრო იაფია.
თუკი მასიური გამოყენება მოხდება რუსების ფრონტის წინა ხაზზე არსებულ გამაგრებებზე, სერიოზული ეფექტის მოხდენა შეუძლია მიმდინარე შეტევაზე.
მნიშვნელოვნად შემცირდება უკრაინელთა დანაკარგები და გაიზრდება წინსვლის ტემპი.”
კომენტარები