ჟურნალისტი, ირაკლი მანაგაძე:
“საპატრიარქოში, რომელსაც ყველა ხელისუფლება განუზომელ ძალას აძლევს, მოწამვლები, მკვლელობები და ინტრიგა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ორგანიზაცია ცხოვრობს ბოროტებით. ჩავხედოთ ისტორიაში დადასტურებულ ფაქტებს, რაც ვიცით, თუმცა ინტრიგნობა საპატრიარქოს გორგასლის პერიოდიდან მოსდევს.
ციანიდის საქმის შეხსენება ვფიქრობ არ გჭირდებათ.
1744 წელს მეტეხის მიდამოებში მოსყიდულმა ტარიელ თაზიშვილმა მიპარვით, ხანჯლით მოკლა უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოსი ნიკოლოზი (ხერხეულიძე);
1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ მეორე;
1918 წლის 17 სექტემბერს მოწამლეს და 18-ში გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე);
1919 წლის 6 ივნისს არმაზის მონასტერში მოკლეს არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური);
1919 წელს საკუთარი სახლის წინ სიცოცხლეს გამოასალმეს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე.
100 წლის წინათ, პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი თავის კელიაში იარაღის გასროლით მოკლეს. კირიონი იყო ჩვენი ავტოკეფალიის პირველი პატრიარქი.
ანტონ მეორეს პატრიარქობა ჩამოართვეს, ჯერ ვითომ წმინდა სინოდის წევრად წაიყვანეს რუსეთში და შემდგომ, 1827 წელს, იქვე გარდაიცვალა, საპატრიარქო ტახტი მას იძულებით დაათმობინეს. შემდეგ საქართველოში თითქმის ორი საკათალიკოსო არსებობდა. მეორეს, დასავლეთ საქართველოს, იმერთა და აფხაზთა საკათალიკოსოს, ორი კათოლიკოსი მართავდა, რომლებიც, ასევე, გამოასალმეს სიცოცხლეს.
უამრავი ინტრიგა იხლართებოდა საპატრიაქოში თუმცა ცნობები დღეს მწირი გვაქვს, თემურ ლენგის შემოსევის დროს განსაკუთრებულად განადგურდა არქივი. მეორე ძალიან დიდი ტალღა ქართული დოკუმენტაციის და წერილობითი წყაროების განადგურებისა უკვე რუსული ეკლესიის მიერ ქართული ეკლესიის დაპატრონების შემდეგ დაფიქსირდა. ძალიან ბევრი დოკუმენტაცია გაიტანეს სმოლენსკში, სადაც ხელნაწერები გაანადგურეს.”
კომენტარები