სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:
“სუსი-ს საქმიანობაზე პასუხისმგებელი, ერთპიროვნულად არის მისი ხელმძღვანელი. ანგარიშის წარმდგენი სუბიექტიც ისაა. ხელმძღვანელის ანგარიშმა, შეიძლება მისი პასუხისმგებლობის საკითხი წარმოშვას.
აქედან გამომდინარე, ანგარიშს უნდა წარადგენდეს ხელმძღვანელი. მოადგილე რომ გააგზავნა პარლამენტში, ეს უმრავლესობის პოლიტიკური უთავმოყვარეობაა, ოპოზიციის კი ბრალი. ხელისუფლება ბედავს იმდენს, რამდენის საშუალებასაც აძლევს ოპოზიცია. ამიტომ, ოპოზიციის კრიტიკა, მხოლოდ პოლიტიკური პოზის შედეგს იღებს და შორს არის პოლიტიკური შინაარსისგან.”
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში სუსის ანგარიშს მოუსმენენ.
კომენტარები