საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა, თიბისიმ და საქართველოს ბანკმა, ძალადობრივ ორგანიზაცია ალტ-ინფოს ანგარიშები დაუბლოკა. ბანკების მიერ ალტ-ინფოს ანგარიშის დაბლოკვის შესახებ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამასთან, „პუბლიკა“ ანგარიშების დაბლოკვაზე ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისში პრაიდის კვირეული დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება პრაიდფესტივალია, რომელიც 8 ივლისს გაიმართება. ღონისძიების ჩაშლის მიზნით, რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად, ძალადობრივმა ჯგუფებმა საბანკო ანგარიშის ნომრები გაავრცელეს.
კომენტარები