ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი, რომლის შვილის ვიდეო, (სრული იდენტიფიცირებით) გამოყენებული იქნა ძალადობის მოწოდებების შემცველ ვიდეოში, არაერთ წერილს წერს და დახმარებისთვის შსს-ს მიმართავს, თუმცა, ვიდეო, ამ წუთებშიც იძებნება სოციალურ ქსელში.
ელისო ჯარიაშვილი:
“შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
თქვენს შვილებს რომ მიუქსევენ ორკებს, როგორ მოიქცევით?!
…
დავრეკე პოლიციაში, მანამდე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, პერსონალური მონაცემებით ბავშვის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოა, რომელიც განსაკუთრებით საფრთხეს წარმოადგენს ამ დღეებში.
არავის არანაირი ყურადღება არ გამოუჩენია, ვისაც გგონიათ, რომ მაშინ მაინც დაუბრუნდება ღირსება, როცა ბავშვებს ეხება საკითხი.
გთხოვთ, დაარეპორტოთ თავად ეს ვიდეოც ??
ყველას დიდი მადლობა ❤️
…
ხუთ საათზე მეტია, მივმართე პოლიციას და ვიდეო, რომელიც ჩემი შვილის მიმართ მუქარასა და ძალადობის საფრთხეს შეიცავს, მოძალადეს არც კი ააღებინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
ქეთი კოვზიაშვილი Nino Giorgobiani
ყოჩაღ! ☺️
ბავშვებზე გამოცხადებული ნადირობა სახეზეა. არავის შვილია დაცული, აი, ასეთი ჯუნგლები შექმნეს ?
ახლა რაც შემიძლია, ევგენიას ვარიდებ ამ ამბავს, სოც ქსელი არ აქვს. იმედია, ვერ გაიგებს, როგორ დაუმახინჯეს ბოროტმა ადამიანებმა სრულიად კეთილი აზრები, რომ წიგნის კითხვა კარგია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ ეტლით მოსარგებლეს შეუძლია, იცეკვოს, უსინათლოს შეუძლია, ხატოს, სმენის არმქონეს – იმღეროს. მთავარია, მოინდომო და არ დანებდეო – აი, ამას ამბობდა ბავშვი სრულ ვიდეოში, რომელიც 4 წლის წინანდელია, ახლა ვიღაცას “გაახსენდა”, დაჭრა მანიპულაციურად და ძალადობის მოწოდების კოლაჟში ჩასვა❤️”
კომენტარები