საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
“?? ???უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების შესახებ,
უპილოტო საფრენი აპარატების (სავარაუდოდ Bayraktar TB2) წარმოება დაჩქარებული წესით მოხდება რაც უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის არმიისათვის, ფრონტზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
პრეზიდენტი ერდოღანი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას,
უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დგება, ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება როცა ერდოღანმა ფაქტობრივად უგულვებელჰყო პუტინთან შეთანხმება მარიუპოლის დამცველების დაკავშირებით, გასულ წელს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აზოვის პოლკისა და 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაურები (დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო და დენის შლეგა) ერდოღანის პატრონაჟის ქვეშ უნდა დარჩენილიყვნენ ომის დამთავრებამდე, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე ტყვეობიდან გაანთავისუფლეს და თურქეთს გადასცა საოკუპაიო ძალებმა.
პესკოვმა ამას უკვე უწოდა ზურგში დანის ჩაცემა.
პრეზიდენტ ეროდღანის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები განპირობებულია პირველ რიგში პუტინის რეჟიმის შესუსტებით (არ შემდგარი ამბოხის ფონზე) რუსული საოკუპაციო ძალების ფრონტზე არსებული მძიმე მდგომარეობით.
ერდოღანი ამ ყველაფერს ბუნებრივია სათავისოდ გამოიყენებს,
ერდოღანი ცდილობს მედიატორის როლის მორგებას უკრაინასა და რუსეთს შორის (თუმცა მისი ეს მცდელობები ადრე კრახით დამთავრდა) გარდა ამისა მის მიერ გადადგმული ახალი გეოსტრატეგიული ნაბიჯები მცდელობაა იმისა რომ ქვეყანა გამოიყვანოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან და სავარაუდოდ მოხდება დასავლეთთან პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა (ამ შემთხვევაში ევროპელ პარტნიორებთან, რადგან ამერიკისა და თურქეთის ურთიერთობები ჯერ კიდევ ბუნდოვანია ამ ეტაპისათვის) თავის მხრივ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეეცდება თურქეთის ფაქტორით მოახდინოს დასავლეთთან გაჭიანურებულ საკითხებზე მოკლე დროში შეთანხმება, რადგან თურქეთის როგორც დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური აქტორის მონაწილეობა ომის შემდგომი ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებაში ამერიკის ინტერესებში არ შედის…
პუტინმა ფაქტობრივად დაკარგა უძლეველობის მითი, მისი პრესტიჟი მნიშვნელოვად შელახულია, მასთან თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე გრძელვადიან პერსპექტივაში აღარ განიხილავენ რადგან მისი ძალაუფლების ვერტიკალი მნიშვნელოვად მორყეულია.”
კომენტარები