იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:
“მე ვერ მივიღებ კრიტიკას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მრავალი წლის წინ მოხდა და ამ დროს ვიხილავთ 2019 წლის მდგომარეობას პენიტენციურ სისტემაში. ასევე ვერ დავეთანხმები იმას, რომ თითქოს როდესაც წულუკიანმა გაიერთიანა ციხეების სისტემა, მაშინ აღორძინდა რაღაცა ტიპის სუბკულტურა. ის, რაც შექმნა სტალინმა, ამაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება დღეს იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრი დღეს პასუხს აგებს იმაზე, რომ გააგრძელოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა”
გამოდი სტალინო, სად იმალები, გამოდი და აიღე პასუხისმგებლობა.
და დახეული ჯინსი – ლენინის, ქალბატონო მინისტრო?
ახლა გასაგებია, რატომ ჰგონია მინისტრს ყავის დალევა და შოკოლადის ჭამა დანაშაული, ახლა გასაგებია, რატომ ჰგონია მინისტრს რომ პატიმრის ცემას – მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
სტალინი იყო, არის და იქნება!
ნაცებს დავამთავრებთო, ხო?
ესენი ნაცებს როდის დაამთავრებენ, სტალინი ვერ დაამთავრეს ჯერ!
ალია
კომენტარები