ქალაქ ზუგდიდის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ჯგუფ ,,გორდელასთან“ ერთად ჩატარდა ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,მამულის“ საიუბილეო საღამო. სამხატვრო ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი: ანი ჩიქოვანი, რეპეტიტორი: ლუკა ჭიჭინაძე. საღამო გაიხსნა მხატვრული კომპოზიციით, სადაც მონაწილეობდნენ ლიტერატურული წრის მოსწავლეები /ხელმძღვანელი: მარინა შანავა/, ღონისძიების წამყვანი გახლდათ ქეთი ხარჩილავა.
საღამოს დასასრულს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ ბელქანიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარემ: რომეო ბულიამ მადლობის სიგელები გადასცეს ანსამბლის ხელმძღვანელს და ქორეოგრაფებს.
“მოგეხსენებათ, ქართულ ცეკვას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ტრადიციები. ამ ისტორიას ოდითგანვე ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ. ქართული ცეკვა არის შეუდარებელი მაგალითი ვაჟკაცობის, ქალის პატივისცემის, მაგალითი – შრომისა, ბრძოლისა და სიყვარულისა, მას ჩვენი წინაპრების სული, ვაჟკაცური ხასიათი, ბარის მომხიბლაობა, მთის სიამაყე, ქართველი კაცის გოროზი ბუნება მოაქვს ჩვენამდე. მადლობა ანსამბლის წევრებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც ასე უყვართ ქართული ცეკვა, მადლობა ქორეოგრაფებს მიღწეული შედეგისთვის, დახვეწილი საღამოსთვის. მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვისაც მცირეოდენი წვლიც კი შეაქვს ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში.
და ბოლოს, მადლობა თანადგომისთვის საოცარ სტუმრებს, ანსამბ ,,გორდელას“ . მადლობა მშობლებს, თითოეულ წალენჯიხელს, მოწვეულ სტუმრებს, მასპინძლებს, გულშემატკივრებს”, – წერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი
კომენტარები