თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, თუ ევროპული ქვეყნები თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის “გზას გაუხსნიან”.
“უკვე 50 წელზე მეტია, რაც თურქეთი ევროკავშირის კართან იცდის. NATO-ს თითქმის ყველა წევრი ქვეყანა ევროკავშირის წევრია. მე მივმართავ იმ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ევროკავშირის კართან ალოდინებენ – მოდით და გახსენით გზა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. როდესაც თქვენ გზას გაუხსნით თურქეთს, ჩვენ შვედეთს გავუხსნით გზას, როგორც ეს გავაკეთეთ ფინეთისთვის”. – თქვა ერდოღანმა.
კომენტარები