„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ეს სურათი 2015 წელსაა გადაღებული ფერეიდანში, სურათზე ბატონი რეზო ხუციანია, რომელიც ფერეიდანში გავიცანი.
ბატონ რეზოს ფერეიდანში ქართული ენის შემსწავლელი კურსები ჰქონდა და ახლაც აქვს გახსნილი.
ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ირანში მსგავსი საქმიანობა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ჰოდა ასეთ ქართული საქმის მკეთებელ კაცს მოქალაქეობის მიცემაზე არაა საუბარი, კომისიას ბინადრობის უფლებაზე უთქვია უარი! იმ ბინადრობის უფლებაზე, რომელსაც საქართველოში უამრავი სხვადასხვა ეთნოსის ხალხი იღებს!
უარის მიზეზი გაინტერესებთ?
საქართველოს კანონის “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”
მე–18 მუხლის ა და გ ქვეპუნქტები.
და რა წერია ამ პუნქტებში?
ერთში წერია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვისთვის მისი საქართველოში ცხოვრება მიზანშეუწონელია და მეორე იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას!!!
ანუ ირანში ქართველებისთვის ქართული ენის შესწავლა საქართველოსთვის საფრთხის შემქმნელი საქმიანობა ყოფილა!!!“
კომენტარები