“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი:
“ჯერჯერობით NATO არ არის მზად არც უკრაინის NATO-ში მიღებისა და არც საქართველოს NATO-ში მიღებისათვის. გახსოვთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ფაქტობრივი ულტიმატუმი წააყენა, როდესაც თქვა, რომ თუ NATO-ში მიღების კონკრეტული გეგმა არ იქნება უკრაინის მიმართ გაცხადებული მე ამ სამიტს არ დავესწრებიო…
პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ რეფორმები ტარდება და საქართველო რეფორმების კუთხით, NATO-სთან თავსებადობის კუთხით, ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ყველა ობიექტური მონაცემებით, ყველა ობიექტური შეფასებით არის ლიდერი სახელმწიფო. ომი უკრაინაში დაწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რუსეთისთვის იყო უკრაინის სწრაფვა NATO-საკენ…
თუ ჩვენთანაც იქნებოდა ის მდგომარეობა, რაც უკრაინაში არის დღეს, მაშინ ჩვენც მოგვცემდნენ გარკვეულ, ასე ვთქვათ, პრეფერენციებს. მაგრამ ჩვენ გვინდა ამის ფასად? მე მგონი არა…ერთი რამე გავიგოთ რა, რომ ომის და სისხლის ფასად ესეთი შანსი არ გვჭირდება”
კომენტარები