პუტინმა წამოიწყო ომი, რადგან სურდა ნაკლები ნატო და ის მიიღებს მეტ ნატო-ს – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა ვერ შეაფასა უკრაინელების შესაძლებლობები და ნატო-ს მოკავშირეთა ერთიანობა.
რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, სტოლტენბერგი ამბობს, რომ იქნება პოზიტიური გზავნილი.
„ფინეთი უკვე არის ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი და შვედეთი მალე გაწევრიანდება ალიანსში. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ იყო დიდი სტრატეგიული შეცდომა. მან ნამდვილად ვერ შეაფასა უკრაინელების შესაძლებლობები და ვერ შეაფასა ნატო-ს მოკავშირეთა ერთიანობა, სათანადოდ ვერ შეაფსა პოლიტიკური შედეგები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი და შვედეთი. მან ომი წამოიწყო, რადგან სურდა ნაკლები ნატო და ის მიიღებს მეტ ნატო-ს აღმოსვლეთ ფლანგზე და ალიანსის ორ ახალ წევრს. ეს ხაზგასმით აჩვენებს პუტინის დიდ სტრატეგიულ შეცდომას. უკრაინის ნატო-ში გაწევრებას რა შეეხება, ჩვენ გვექნება პოზიტიური გზავნილი და სამიტის დასასრულს მიღებული კომუნიკეს ტექსტი გამოქვეყნდება მალევე, როცა ყველა წევრი შეთანხმდება ტექსტზე. დარწმუნებული ვარ, ისინი შეთანხმდებიან უკრაინის ნატო-სთან მიახლოებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინისა და ნატო-ს ძალების ურთიერთთავსებადობა, შეთანხმდებიან, რომ შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო, უნდა მოიხნას ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საჭიროება”.- ამბობს სტოლტენბერგი.
კომენტარები