პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
„10 წლის წინ ქართული ოცნების სახელით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა, გადამწყვეტ, ისტორიულ მომენტში, ხელისუფლებაში მარადიულ ყოფნაზე ივანიშვილის ოცნების დევნაში, მიზანმიმართულად ქარს ატანს ნამდვილ ქართულ ოცნებას ევროკავშირსა და ნატოზე, რომლის რეალობად გადასაქცევად ქართველებს სისხლი აქვთ დაღვრილი და რაც დღემდე საქართველოს მოქალაქეების 85%-ის ურყევი ნებაა. 2 წლის წინ ასოცირების ტრიოს ლიდერი და ნატოში ინტეგრაციის გზაზე წარმატებული ქვეყანა ვიყავით. დღეს ევროკავშირის და ნატოს ლიდერები არც კი გვახსენებენ. წარმოუდგენელია ესენი პასუხისმგებლობას გაექცნენ.“
კომენტარები