ენმ-ის წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სადეპუტატო მანდატს ტოვებს, ამბობს:
“ეს არის საბაბი [გაცდენები]. რეალურად, დავით სერგეენკო გააძევეს რუსული ოცნების უმრავლესობის წევრებმა პარლამენტიდან იმის გამო, რომ მან რუსულ კანონს არ დაუჭირა მხარი და ყველა ოცნების დეპუტატი, რომელმაც გაბედა და შინაგანი მრწამსიდან გამომდინარე არ დაუჭირა რუსულ კანონს მხარი, დაისაჯა. ეს არის რეალურად სადამსჯელო ოპერაცია დავით სერგეენკოს მიმართ, გაცდენები არის მხოლოდ საბაბი, გაცდენებს სხვა არც ერთ რუსული ოცნების დეპუტატს არ უთვლიან.”
კომენტარები