ვლოგერი, ხელოვანი ნიქო გორგილაძე:
“როგორც წავიკითხე, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 3 თვეში პედოფილიის 46 ფაქტია ცნობილი.
არაოფიციალურად რა ხდება, კაცმა არ იცის.
დღეს, ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.
სწორედ ამიტომ ვთქვი ჩემს ჩართვაში: არაჯანსაღია საზოგადოება, რომელსაც ჰგონია, რომ ბავშვების დასაცავად ორ ზრდასრულ(!) მამაკაცს უნდა სდიოს, ჩვენ რომ მოგვწონს, იმგვარი სექსით დაკავდითო.
და ეს მაშინ, როცა პედოფილიის ასეთი დამზაფრველი მონაცემებია 3 მილიონიან ქვეყანაში და არავინ, ვინც პატრიოტობაზე თავს დებს, იქნებიან ესენი ე.წ. “კონსერვატორები”, ანუ რუსეთუმეები თუ კრემლის პირდაპირი კანტორა საქართველოში — ე.წ. “ეკლესია”, რომელსაც პედოფილი ეპისკოპოსები ჰყავს, ხმას არ იღებს!
პედოფილების უმრავლესობა ჰეტეროსექსუალია, ორი ზრდასრული მამაკაცის სიყვარული ტყუილად გაშინებთ! — ჰომოსექსუალი ან იბადება ადამიანი, ან არა! თუ იბადება, არ “იკურნება”, არც ლოცვით და არც ექიმბაშობით!
ასე რომ, თუ ვინმე გაგირყვნით თქვენს შვილს, გინდ ჰეტეროსა და გინდ გეის, ისევ მოძალადე და პედოფილი, ასე რომ, იბრძოლეთ ძალადობისა და პედოფილიის წინააღმდეგ! დაიცავით თქვენი შვილები!
გაიხსენეთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი, თქვენი შვილების მტერი, პირველ რიგში, პატრიოტიზმის სახელით მოძალადე რუსეთუმეები და პედოფილთა შემფარებელი საპატრიარქოა!”
კომენტარები