ლევან ბერძენიშვილი კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას, ამბობს:
“მთავრობას, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელოვნება უნდა მართოს და ისე უნდა გადაიღონ კინო როგორც მას მიაჩნია სწორად და ისე არა, როგორც რეჟისორს მიაჩნია, ისე უნდა წერონ მწერლებმა, როგორც ირაკლი იტყვის და შარლ პერომ ისე უნდა დაწეროს ზღაპარი როგორც ირაკლი იტყვის, უწიგნურების შეტევა წიგნიერებაზე, არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამ შემთხვევაში პირველი და ერთადერთი დამარცხებაც კი ნიშნავს კატასტროფას. კინოცენტრი არ უნდა დამარცხდეს იმიტომ, რომ ესაა საქართველოს დამარცხება. თუკი აქ ირაკლი ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და თეა წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ უნდა წავიდეთ, ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრების ღირსი აღარა ვართ”
კომენტარები