ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:
“18 აპრილს აფხაზეთის ტერიტორიაზე, გუდაუთის რაონში შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფი შემოიყვანეს. დამკვირვებლებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რატომ მოხდა იქ მაინცდამაინც ამ ვითომ სამედიცინო და სამხედრო ნაწილის შეყვანა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ ქვედანაყოფის შეყვანის ამბავი აფხაზეთთან შეთანხმებელი არ იყო და ამ ფაქტმა დე ფაქტო ხელისუფლებასა და მოსკოვს შორის რამდენიმე საათიანი დაძაბულობა გამოიწვია.
აფხაზეთის ტერიტორიაზე ქვედანაყოფის შეყვანას რუსეთი იმით ხსნის, რომ მოსკოვი აქტიურად ვერ ეხმარება აფხაზეთს და დემონსტრირება მაინც მოხდეს, რომ ეპიდემიის გავრცელების შეკავების მხრივ, მოსახლეობას გარკვეული ფორმით დაეხმარა – ეს არის ოფიციალური ვერსიის ნაწილი.
თვითონ აფხაზები არიან გაკვირვებულები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან საყურადღებო უნდა იყოს ამ სამხედრო ნაწილის გადაადგილება.
მე გამიჭირდება თქმა, რა ფუნქციას ასრულებს რუსეთის სამხედრო ნაწილი აფხაზეთში. ჩავთვალოთ, რომ ეს არის რუსეთისგან განხორციელებული დეკორატიული დახმარების ფორმა, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეს ფაქტი უფრო ლოგიკურად ახსნადი იყოს.
ეს დანაყოფი რას გაუკეთებს ლუგარის ლაბირატორიას? არა მგონია, რომ ეს ნაწილი პირდაპირ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ იყოს მიმართული“
ინფორმაიისთვის, გუშინ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, რომ გუდაუთის რაიონში რუსეთის მიერ შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფის განთავსების მიზეზი გამოიძიონ.
2020 ნიუსი
კომენტარები