ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის“ თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი.
– ბატონო კონრად, ნელ–ნელა აქტიურდება ის საკითხი, რომ საქართველო შესაძლოა, არც ევროკავშირის წევრი გახდეს და არც ნატო–სი. ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზები განლაგდეს, რაც ქვეყნის უსაფრთხოების და შემდგომი განვითარების გარანტია იქნება. რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება და ამერიკული სამხედრო ბაზები, უსაფრთხოების გარდა, კიდევ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას?
– ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე არის ერთადერთი გარანტი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა. არც ევროკავშირია ამის გარანტი, რომელიც ეკონომიკურად ძალიან აქტიურია საქართველოში, არც რომელიმე კონკრეტული ქვეყანა – მხოლოდ ამერიკა. ჩვენ, ამერიკელებმა, სულ მინიმუმ, გადაგვარჩინეს იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს სომხეთია – ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყანაა და რეალურად, რუსეთის აბსოლუტური ვასალი. ეს საფრთხე, ჩვენთვის რეალური იყო და ეს ახლა გამოჩნდა. 2023 წელს კი ამოვყავით თავი რუსეთის უკვე ღია გავლენის ქვეშ, ფაქტიურად, საქართველო რუსეთის ვასალია. მიუხედავად ამ ვითარებისა, საქართველოს აქვს თავისი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები. იმ პროცესების ფონზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, მსოფლიოს მმართველი ძალა არის სამმხრივი კავშირი, რომელიც წარმოადგენს ტრილატელარი–ამერიკა, დიდ ბრიტანეთი და ისრაელი. ისრაელი პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან გავლენიანი. ამერიკის პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაცია 10 კაცისგან შედგება და ათივე ებრაელია. სხვა ქვეყნებშიც მსგავსი სიტუაციაა, ებრაელები დიდ და ძლიერ პოზიციებს ფლობენ მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ელიტებში. ამის საპირისპიროა ანტიტრიატელარი – რუსეთის, ჩინეთის და ირანის გაერთიანება. მათ შორის მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ამ ომს გაგრძელება ექნება ირანში, რადგან მის ბირთვულ შეიარაღებას, უპირველესად, ისრაელი არ დაუშვებს და არც შეერთებული შტატები. ირანი ახლოა ბირთვული იარაღის შექმნასთან. ირანს ამ პერსპექტივას აუცილებლად მოუსპობენ. ირანის ხელში ბირთვული იარაღი საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც ეწინააღმდეგება. ის ბირთვული შანტაჟი, რასაც დღეს რუსეთი აწარმოებს მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ირანი გააკეთებს – ის უფრო აქტიური იქნება ბირთვული შანტაჟის თვალსაზრისით. თუ ეს მოხდა, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში მოხდება და საქართველოსთვის ძალიან საზიანო იქნება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენი ხელისუფლება იმ აზრს ავითარებს, რომ ჩვენ დავუწვებით რუსეთს, თავს დავხრით მის წინაშე და ეს იქნება გარანტია, რომ საქართველოში რუსეთი არ შემოიჭრება, იმას არ გააკეთებს, რასაც უკრაინაში აკეთებს. ეს არ არის პრობლემის რეალური გადაწყვეტა, ეს საფუძვლიან ნდობას არ იწვევს. ამ საკითხის, რუსეთის საფრთხის განეიტრალების საფუძვლიანად გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს – იმ პირობებში, როდესაც საქართველო ვერ ხდება ნატო–ს წევრი, ერთადერთი გზა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი გარანტირებული ჰქონდეს, ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებაა საქართველოში.
– რა სტატუსით განთავსდება საქართველოში ამერიკული ბაზები?
– საქართველოს უნდა მიენიჭოს, ნატო–ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი, რაც არ არის რთული პროცედურა, რომელიც აქვთ ამერიკის სამხედრო მოკავშირეებს–სამხრეთ კორეას, ისრაელს, ავსტრალიას. ორი ამერიკული ბაზა უნდა განთავსდეს ანაკლიასა და ვაზიანში. ვაზიანში დაგეგმილია ამერიკის მე–6, ხმელთაშუა ზღვის ფლოტის სრემონტო ბაზის გაკეთება, ანაკლიაში სამხედრო–საზღვაო ცენტრი.
– რა დონეზეა დაგეგმილი?
– ეს ინსაიდერული ინფორმაციაა, რასაც მე ვამბობ, მაგრამ გარე, გახმოვანებული ინფორმაციაც ყოფილა. 2019 წლიდან მოყოლებული, ამერიკელ სამვარსკვლავიან და ოთხვარსკვლავიან გენერლებს არაერთხელ ხაზგასმით უთქვამთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია ვაზიანში გაიხსნას მე–6 ფლოტის სარემონტო ბაზა. ფლოტის თვითმფრინავები, რომლებიც გემებზეა, მათი დისლოკაციის ადგილი 50% გემებზეა და 50% ხმელეთზე, ბაზაზე. ამგვარ სახმელეთი ბაზაზეა ლაპარაკი ვაზიანის შემთხვევაში. ეს ორი ბაზა იმის გარანტია იქნება, რომ საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს ვფლობთ და ვაკონტროლებთ, სუვერენიტეტი იქნება შენარჩუნებული, რუსეთი ვერც უკრაინულის მაგვარ ოპერაციას ჩაატრებს საქართველოში და ვერც სხვა სახის აგრესიას ვერ გაბედავს.
– რუსეთი ხელს არ შეუშლის ამერიკული ბაზების განთავსებას საქართველოში? და თუ შეუშლის, რა შეიძლება მოიმოქმედოს?
– რუსეთი ამას აქამდეც ხელს უშლიდა და უშლის. რუსეთი ანაკლიის პორტის აშენებას ხელს სწორედ ამის გამო უშლიდა. რუსეთი, ვხედავთ, რა დღეშია შიგნით, სერიოზული პრობლემები აქვს. წინააღმდეგობა სხვა და სხვა ფორმით შეიძლება დაიგეგმოს. ღია მუქარა, რაც ბოლოს რუსეთის მხრიდან იყო, ეს კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადება იყო – ჩვენ ახლა იმის თავი არ გვაქვს, რომ ჯარით შევიდეთ საქართველოში, მაგრამ თუ დაგვჭირდა, რაკეტას ვესვრითო. მეტი მუქარა ბოლოს არ ყოფილა, ამ პროპაგანდისტული მუქარის გარდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს სჭირდება საჰაერო დაცვის ეშელონირებული სისტემა. ეშელონორებული სისტემა ნიშნავს მოკლე, საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი რაკეტების თავდაცვის სისტემის ინსტალირებას. თუ საქართველოს ცა გადაიკეტა, ეს ბევრად დაგვიცავს რუსუთიდან მომდინარე საფრთხისგან. ეს საკითხი უკვე ხორციელდება, უკვე არსებობს ამ თავდაცვის სისტემის გარკვეული ნაწილი, მაგრამ ჯერ არ არის ეშელონირებული, ანუ ბალისტიკური რაკეტების დაჭერა გაგვიჭირდება. ამისთვის საჭიროა, ერთი ესკადრილია ავიგამანადგურებელი F 16, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადმოგვცეს. საჰაერო ბაზა იქნება ვაზიანში და მერე ქართველი პილოტების F16-ების მართვისთვის ადგილზე გადამზადება აღარ იქნება პრობლემა.
– ქვეყნის უსაფრთხოება გასგებია, რუსული და სხვა საფრთხეებისგან დაცულები ვიქნებით, რაც ცოტა არ არის. კიდევ რას მიიღებს საქართველო ამერიკული ბაზების სანაცვლოდ? რა ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი გვექნება?
– ამ ბაზების განთავსების საფასურს ამერიკა იხდის, თითო ბაზისთვის წელიწადში 4 მილიარდ დოლარს, ჯამში – 8 მილიარდს, რაც დღეს საქართველოს ბიუჯეტის ნახევარია. ეს თანხა უნდა მოხმარდეს სოციალურ უზრუნველყოფას, პენსიების გაზრდას, საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევას. ქვეყანა უსაფრთხო და სტაბილური გახდება და ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მსხვილი უცხოელი ინვესტორები შემოვლენ საქართველოში და ფულს დააბანდებენ, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ბიუჯეტში მეტი ფული შევა. საქართველო განახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, საქართველო გახდება სამხრეთ კავკასიაში არა მხოლოდ ანგარიშგასაწევი ძალა, არამედ მთავარი მოთამაშე. საქართველოს მიეცემა შანსი, განავითაროს ის 8 გზა, რომლითაც დაუკავშირდება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს. ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ეშელონირებული საჰერო თავდაცვის, სადაზვერვო და კავშირგაბმულობის ინტეგრირებული სისტემები გვექნება. ჩვენ უკვე იმ გზებს, რომლებიც არის ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან მომავალი, ორი გზა ინგუშეთიდან და ერთი კიდევ დამატებით ჩრდილოეთ ოსეთიდან ალაგირი–ღების გზა, ჩრდილოეთ კავკავიის ყველა მეზობელთან მიმავალი გზა, სამხედრო თვალსაზრისით, გადაკეტილი იქნება, უსართხოება გვექნება უზრუნველყოფილი.
– ე.ი. ჩვენ გზებით უნდა დავუკავშირდეთ ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკას?
– დღეს გვაქვს 3 გზა – აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“ და ლარსის გადსასვლელი. აქედან ორი გზა გადაკეტილია – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისა“ და მარტო ლარსი მუშაობს. ამას უნდა დაემატოს ზემოთ რომ ჩამოვთვალე, ის გზები, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა მეზობელთან გვექნება მისასვლელ–მოსასვლელი მაგისტრალური გზა. ამ გზების გახსნის შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ინტეგრაცია დაიწყება საქართველოსთან. საბოლოო ჯამში, საქართველო უნდა გახდეს მილიტარისტული ქვეყანა, ძალიან აქტიური კავკასიური პოლიტიკით. რუსეთი დაშლის პირას არის მისული და ჩვენ ვრჩებით პირისპირ ჩრდილოეთ კავკასიის 6 მილიონიან მოსახლეობასთან. თუ ჩვენ არ გვქნება ჩრდილოეთ კავკასიასთან ეფექტური პოლიტიკა უსაფრთხოების სისტემებით დაცული, ეს პრობლემა გახდება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ლეკიანობის შესახებ ყველამ ვიცით და დაახლოებით იგივე პროცესები დაიწყება, როდესაც რუსეთი მთლიანად აირევა და დაშლის პირას მივა. ამ მომენტისთვის საქართველომ ძალიან კონსტრუქციული პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელი უნდა შესთავაზოს ჩრდილოეთ კავკასიას და საქართველო გახდება კავკასიის ლიდერი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მათი ინტერესების რეალიზაციას.
– საქართველო გახდება კავკასიის ეკონომიკური ჰაბი?
– კავკასიის ეკონომიკური ცენტრი გახდება, გნებავთ, ჰაბი დაუძახეთ. ასევე, მომავალში საქართველო უნდა გახდეს კულტურული, ტექნოლოგიური, კიბერ ჰაბი კავკასიის რეგიონში. პირველი, რომელიც ეკონომიკურად ინტეგრირდება საქართველოსთან, ეს ინგუშეთი იქნება. ინგუშეთი პირდაპირ მოილტვის საქართველოსკენ. ცვლილებები იქნება ჩეჩნეთშიც, სადაც რუსეთის დასმულ კადიროვს მოიშორებენ და ჯოხარ დუდაევის მომხრეები ეროვნულ ხელისუფლებას აღდგენენ. ეს იქნება მეგობრული გარემო საქართველოს მიმართ და ჩეჩნებს შეეძლებათ, რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღონ საქართველოს გავლით. ჩეჩნებს ნავთობის გატანა უნდათ თურქეთში და ამის საშუალებას ჩვენ მივცემთ. საბოლოო ჯამში, საქართველოში უნდა გაკეთდეს წრიული ავტობანი, რომელიც დაიწყება კახეთიდან, მერე კახეთიდან გაყვება ჩრდილოეთ კავკასიის მთელ ქედს, ჩამოუხვევს ბათუმთან და სამხრეთ კავკასიის ქედით ისევ მივა კახეთამდე. ეს იქნება დიდი წრიული გზა, სადაც შემოვა სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდოლოეთ კავკასიის რესპუბლიკების ავტობანები. ეს იქნება ერთი დიდი კომპლექსი, რომელიც სატრანპორტო თვალსაზრისით, შეკრავს და დააკავშირებს მთელ კავკასიას შავ ზღვასთან. ამას დაემატება ბაქო–თბილისი–ანაკლიის სწრაფი რკინიგზა. მატარებელი იქნება „მაგნიტურ ბალიშზე“ – ეს არის მატარებელი, რომელიც რკინიგზის ლიანდაგის თავზე დგას, მოძრაობს და იმართება ელექტრომაგნიტური ველის ძალით. ამგვარი მტრებლების მეშვეობით, ბაქოდან 2–3 საათში ტვირთი ჩავა ანაკლიაში. ამდაგვარ მაგისტრალებს თანმდევი ავტობანი აქვთ–ხოლმე და ეს პარალელური ავტობანიც უნდა აშენდეს. ეს ავტობანი გამჭოლი იქნება საქართველოსთვის და არსებული გზები, ავტობანები, რომლებიც შენდება პერიფერიული გზებად გადაიქცევა. წრიული ავტობანი და ბაქო–თბილისი–ანაკლის ავტობანი იქნება ახალი ეტაპი საქართველოს საქართველოს სატრასპორტო მაგისტრალებისა. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს და უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს.
– ეს გრანდიოზული პროექტები რომ განხორციელდეს, ძალიან დიდი ფული დასჭირდება და ვინ დაგვიდგება ფინანსურ და ეკონომიკურ გარანტორად? ისევ ამერიკა?
– კი. ასე ვთქვათ, არსებობენ საერთაშორისო დაინტერესებული სტრუქტურები, რომლებიც ამას დააფინანსებენ, ამერიკული და სხვა დასავლური, ამერიკის პარტნიორი ქვეყნებიდან. ეს იმიტომაც არის მათთვის მიზანშეწონილი, რომ პრაქტიკულად, ჩინეთიდან მომავალი ჩრდილოეთის გზა რუსეთზე ჩაიკეტა, სამხრეთის გზა ირანზე ჩაიკეტა. ანუ, შუა დერეფანი, აზერბაიჯანი–თბილისის მაგისტრალი არის პრიორიტეტული. ამიტომ არის გადაბმული ერთმანეთთან ამერიკის ორი ბაზა, ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტი აშენდება და იქ იქნება ერთი ამერიკული საზღვაო ბაზა. ანაკლიის პორტი გადაბმულია კონსტანცასთან და მიდის როტერდამამდე მდინარეების, რეინისა და დუნაის მეშვეობით და მერე – ლონდონამდე. ძალიან დიდი მაგისტრალი კეთდება. შავი ზღვის სატვირთო პოტენციალი ახლა 200 მილიონი ტონაა და იმაზეა ლაპარაკი, რომ ნახევარმა, ასმა მილიონმა ტონამ საქართველო–აზერბაიჯანზე გაიაროს. მოკლედ, ძალიან დიდი პერსპექტივებია და მათ საქმედ ქცევას სჭირდება ეროვნულ–სახელმწიფოებრივი ინტერესების თანმიმდევრული გატარება.
– ამ პროექტის მოწინააღმდეგენი არ იქნებიან აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, რომლებიც აზერბაიჯანიდან თურქეთში რკინიგზის გაყვანას და შესაბამისად, ტვირთის ევროპაში გატანას გეგმავენ? იგეგმება თანმდევი ავტობანის აშენებაც. რაც თქვენ ბრძანეთ, ის პროექტი ამ პროექტის კონკურენტი გამოდის.
– რაც თქვენ ბრძანეთ, მაგ რკინიგზას, ჯერჯერობით, ჯერ დამუშავება, დაპროექტება და აშენება სჭირდება, მთელი რიგი საკითხებია მოსაგვრებელი. ასევე, სომხეთი ჩვენთან ინტეგრირებულია და რამდენად და როდის შეძლებს ზერბაიჯანთან და თურქეთთან ინტეგრირებას, ესეც გასათვალისწინებელია. 5 და შეიძლება 10 წლის განმავლობაში, რეალურად ვერ იმუშავებს ეს რკინიგზა. შესაბამისად, ეს პროექტი ვერ არის საქართველოს რეალური კონკურენტი.
– გამოდის, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, გავხდეთ რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს მასშტაბითაც ანგარიშაგაწევი სახელმწიფო?
–დღეს საქართველო არის მსოფლიო კულტურის ნაწილი. ქართული კულტურა მსოფლიო დონის კულტურაა და ეს უდავოა. ვგულისხმობ, ფოლკლორს, ქორეოგრაფიას, სიმღერას, მწერლობას, ხელოვნების სხვა დარგებს და სპორტს. მეტიც, თავისი კულტურით საქართველო მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებს შორის არის. რაშიდაც ჩვენ ვერ ვარგივართ, ეს ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარებაა. ჩვენი პარტნიორების, უპირველესად, ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის, ეკონომიკური კუთხით, ევროკავშირის დახმარებით, საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნად, ოღონდ მილიტარისტულ ქვეყნად, რომელსაც ექნება აქტიური კავკასიური პოლიტიკა. ეს უნდა განვახორციელოთ და ამის შედეგად, როგორც დღეს ვართ მსოფლიოს კულტურული ელიტის წევრები, ტექნოლოგიურად და ეკონომიურად განვითარებული ქვეყნების გვერდით დავდგებით . ეს არის საქართველოს ეროვნულ–სახელწიფოებრივი ინტერესი.
კომენტარები