ნიდერლანდები შეუერთდება დიდი შვიდეულის ინიციატივას, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ განაცხადა.
“ნიდერლანდები შეუერთდება ამ ინიციატივას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახლო კოორდინაციაში წვლილს შეიტანს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაში.
მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს უკრაინასა და მის წინააღმდეგობას რუსეთის არაპროვოცირებული, კრიმინალური თავდასხმის წინააღმდეგ. ნიდერლანდები მხარს უჭერს თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და სუვერენულ უკრაინას”, – წერს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 12 ივლისს გამართულ ვილნიუსის სამიტზე დიდი შვიდეულის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფენ. ხელი მოეწერა შესაბამის შეთანხმებას.
კომენტარები