რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინსტაგრამზე განცხადება ქვეყნდება:
“ზუსტად 100 დღე ზედიზედ, ყოველ საღამოს ვუსმენ პუტინის 2023 წლის 21 თებერვლით დათარიღებულ გამოსვლას.
სასამართლოში ვეკითხები: რის საფუძველზე რთავთ პუტინს და არა რადიოს? უკანონოა.
– სასწავლო სამუშაოს ინსტრუქცია გვაქვს.
– ანუ პუტინის სიტყვები განათლებაა?
– არა.
-მერე რის საფუძველზე რთავთ?
– ინსტრუქციები სასწავლო სამუშაოსთვის.
– ანუ, ბოლოს და ბოლოს, პუტინი განათლებაა?”
კომენტარები