თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგზის ცერცვაძის თქმით, გორის ჰოსპიტალში ის გაეცნო კორონავირუსის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს.
ეს მეთოდი გულისხმობს კომორბიდული დაავადებების სპეციალურ ჯგუფს ანუ მედიკოსთა იმ ნაკრებს, რომლებიც ნევროლოგიური, გულის და იმ სხვა დაავადებების მართვაში სპეციალიზირდებიან, რომელთათვისაც COVID-19 დამატებით რისკად მიიჩნევა.
ცერცვაძე გორის ჰოსპიტალის მეთოდს შემდგნაირად აღწერს:
„ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე, პირველად ვნახე, ჩვენს კლინიკაშიც კი არ გვაქვს… როდესაც დავბრუნდები, ინიციატივით გამოვალ, რომ ყველა კოვიდის კლინიკამ ეს გააკეთოს: ამ ჰოსპიტალში შექმნილია, როგორც მითხრეს, თერაპიული მიმართულების კურატორის, ნინო ჭუმბურიძის ინიციატივით, კომორბიდული დაავადებების ჯგუფი – ანუ კოვიდის თანმხლები დაავადებების.
ეს ძალიან სერიოზული ინოვაციაა. თქვენ კარგად იცით, ვინ არის კოვიდის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ.
სიკვდილობის შემთხვევები, ძალიან მაღალი სწორედ ხანდაზმულ ადამიანებს შორის არის და ამ ასაკის ადამიანებში, როგორც წესი, ბევრია კომორბიდული დაავადებების შემთხვევები.
მაგალითად: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ნევროლოგიური დაავადებები, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, თირკმლის ქრონიკული დაავადებები – რომლებიც შემთხვევათა უმრავლესობაში ხდება სიკვდილის მიზეზი.
არა თვითონ კოვიდი, არამედ კომორბიდული დაავადებები კლავს კოვივიდით ავადმყოფებს და ეს ინიციატივა რომ კომორბიდული დაავადებების ჯგუფი შეიქმნას…
თუ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება, მე შევეცდები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ – ეს იქნება ახალი სიტყვა ამ დაავადების მკურნალობაში,“
კომენტარები