„ეს შეზღუდვები რომ არ იყოს, დიდი რაოდენობით ინფიცირებული გვეყოლებოდა, რომელიც კოლაფს გამოიწვევდა, – ამის შესახებ ოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული შეზღუდვები მნიშვნელოვანია და სასიხარულოა, რომ ხელისუფლება ექიმებს უჯერებს.
„შეიძლება მოსახლეობას ამის მოსმენა მობეზრდა, მაგრამ სინამდვილეში მართლა ასეა. 20-დან 40-მდე ავადმყოფი ჰოსპიტალურ სექტორს არანაირ პრობლემას უქმნია.
როდესაც ერთბაშად 100-200 პაციენტი შემოვა, გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება“, – აღნიშნა გადელიამ.
კომენტარები