ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
გურულების იუმორს ხომ ყველანი ვაღიარებთ და ვეთაყვანებით, მაგრამ ზოგჯერ, მეგრელებიც არ ჩამოვრჩებით:
ცხელა. მეზობლის ეზოში, ჩრდილს ვაფარებთ თავს, ჯოკერს ვთამაშობთ. ეზოში, ჩვენგან დაახლოებით 60-70- მეტრის მოშორებით ჭაა. ქვის მაგიდაზე შემომდგარ გრაფინში წყალი შეთბა, შიგანის თონედ გამომშრალობა კი რა მურტალი რამეა, ყველას მოგეხსენებათ.
სანამ რომელიმე ჩვენგანი წამოდგებოდა, მასპინძელი – ზური – ჩემი მეზობელი კაცი, 13 წლის შვილს, ბიჭს ეუბნება:
– მამა, აი იქ, ხომ ხედავ – ჭაა…
– მერე? – ბოლომდე “გაიასნება” მოითხოვა ბიჭმა, თან, უკვე წამოიწია.
– მერე, მანდ ცივი წყალი ასხია… – ღიმილით უთხრა ზურიმ და გრაფინს მიაჩერდა…
კომენტარები