ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
“უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ… საყვედურად წაუყენა ეს, სახალხო დამცველს, ჩვენს რეპუტაციას რატომ არ იცავო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ისაუბროს იუსტიციის მინისტრმა. იმის მაგივრად, რომ შეწუხებულიყო იმ პრობლემებით რაც იყო ამ მოხსენებაში და დისკუსია ჰქონოდა ამაზე, ისაუბრა იმაზე, როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობის და მისი მარჩენალის ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციას და გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე. მაგალითად მიღებული არის მსოფლიოში, რომ ძალიან გამომწვევად ჩაცმა, სიშიშვლე არ არის მისაღები თუნდაც ვიზიტორებისთვის. ეს ნორმალური რეგულაციაა, ოღონდ ეს მისი ფუნქცია იყო.”- თქვა ბოკერიამ და იქვე დასძინა, რომ მხოლოდ წულუკიანში არ არის პრობლემა, მისი თქმით, პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც “ასეთი კლოუნები” მოიყვანა და აუცილებელია, რომ ეს ხალხი არჩევნების გზით ჩამოცილდეს ხელისუფლებას.
“რაზე საუბრობს საერთოდ, ეს არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა, მთელი მუღამი ამ საქართველოს სავიზიტო ბარათის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კომფორტული ამბის, რომელმაც ჩვენ საბჭოთა ჭაობს დაგვაცილა იყო ის, რომ ყველაფერი ხდება ელექტრონულად და სწრაფად და ახლა ამ ბოლო პერიოდში ქაღალდების მიტანა გჭირდება, უკან დაგვწია ამ უვიცმა, უწიგნურმა და ბნელმა”
კომენტარები