საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ მიღებული ცვლილებები შეაფასა.
„არავის უხარია, რომ 3000 ლარის გადახდის იძულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო კონკრეტული სამართალდარღვევის შემთხვევაში, მაგრამ ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ამ წესების დარღვევა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროსაა დადგენილი, არის უდიდესი რისკის მატარებელი. ამიტომ პრევენციული ხასიათის ნორმებიც შეიქმნა, ჯერ დეკრეტით, ახლა ასეთი უკვე საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაადგინა“,
ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
კომენტარები