ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩათვალეთ ღარიბაშვილი პირველად დავინახე.. ჩათვალეთ ნაწილობრივ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ვარ, მაგრამ ეს დედამო….ული თვალები ხომ მაქვს?
რომელი პრემიერის დროს გაკეთებულა ამდენი რეგიონში? ნათესავები არ გყავთ თბილისს გარეთ? რამდენ რეგიონში ჩავსულვარ და სიხარულისგან გავოცებულვარ……
მართლა არ მესმის..როცა კეთდება, თქვი შე მამაცხონებულო, მიშას ერთი ხიდი რომ თორმეტჯერ გახსენით და დღემდე გვაყვედრით და ღარიბაშვილის დროს ყველა რეგიონის ნაწილობრივი აღმშენებლობა არაფრად მიგაჩნია – მაგიტომაც მიდიხართ უკან – უკან..
ისევ ვიმეორებ – კრიტიკული თვალით დანახული რეგიონები, ნუთუ ოდესმე ასეთი და ამ მასშტაბის მშენებლობა გვინახავს?!!!
ხოდა, რაც კარგია – კარგია, თორემ პრემიერები იცვლება, ხოლო აშენებული საქართველო ჩვენ გვრჩება…”
კომენტარები