ინტერვიუ ცნობილ ქართველ კომენტატორთან, სანდრო ცნობილაძესთან:
–სანდრო გამარჯობა, მადლობა რომ დათანხმდი ინტრევიუს, მითხარი როგორ ატარებ დროს თვითიზოლაციაში ?
– გამარჯობა. ნუ პირველ რიგში ვმუშაობ, უჩვეულოდ, დისტანციურად, მაგრამ მაინც გარდა ამისა ვცდილობ რაღაცეებს ვუყურო საინტერესო ფილმს, სერიალს. დღეს მაგალითად ჯორდანზე გადაღებული სერიალის ყურებას ვიწყებ
– ვიცი რომ ძალიან გენატრება ფეხბურთი და ისეც ვიცი რომ საფეხბურთო კუთხით უცნაური ქვეყნების ჩემპიონატის ყურება დაიწყე, რომელ ჩემპიონატს ურჩევდი მკითხველს ?
– ვცადე , არსებულ ვითარებაში მაინც ბელორუსიას. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ერთი-ორჯერ ტრიბუნები აჩვენეს და მგონი ბელორუსი გოგონები ნიკარაგუელ გოგონებს სჯობიან, ნუ ვინც თამაშებზე დადის იმათში ნამდვილად.
– დონე როგორია, საქართველოს ჩემპიონატს ჯობს ?! დავუშვათ იგივე სათამაშო ტემპით ან ფეხბურთელების კლასით ?
– ვერ ვიტყვი რომ სჯობს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ აღვემატებით. ხელწერა და სტილი სრულიად განსხვავდება. ბელორუსიაში უფრო სწრაფად დარბიან, მაგრამ დავუშვად ბურთის გასაჩერებლად უფრო მეტი დრო სჭირდებათ. მოკლედ უფრო ჯანიანები არიან, მაგრამ ბურთი უფრო ცუდად იციან. აი ნიკარაგუელებმა კი საერთოდ არაფერი იციან.
– გადმოვინაცვლოდ საქართველოსკენ და ქართულ ფეხბურთში.
რა ხდება ? უფრო სწორად რატომ არაფერი არ ხდება ქართულ ფეხბურთში ? ორი სიტყვით ვიცი რომ ძნელი იქნება, მაგრამ მაინც იქნებ შენი აზრი გაგვიზიარო
– ზოგადად თუ კონკრეტულად ამ პერიოდში?
– ზოგადად , 30 წელია ერთ ადგილს ვტკებნით.
– ნუ პირველ რიგში მთლად 30 წელია არაა, ანუ რას ვგულისხმობ: პირველ წლებში, მაქსიმუმ 3 წელი, ჩვენ ვპროგრესირებდით. პირობითად რომ ავიღოთ, დავიწყეთ 0-დან და 10 ბალიანი სისტემით რომ განვსაზღვროთ მივედით 2-მდე. სამწუხაროდ მაგ პერიოდში გარდა წმინდა საფეხბურთო პრობლემებისა, განვითარებაში ხელი, არასაფეხბურთო პრობლემებმაც შეგვიშალა. პირობითად რომ ავიღოთ, გიორგი ქინქლაძეს დღეს რომ ეთამაშა, დარწმუნებული ვარ, უფრო ბევრს მიაღწევდა. სტაგნაცია და უკან-უკან სიარული შემდგომ პერიოდში დავიწყეთ. თავდაპირველად იყო სტაგნაციის საკმაოდ გრძელი პერიოდი, მაგრამ როდესაც ჩვენ ერთ ადგილზე ვიყავით, დანარჩენი საფეხბურთო მსოფლიო ვითარდებოდა, ამიტომ განსხვავება სულ უფრო და უფრო დიდი ხდებოდა. შემდეგ მოვიდა პერიოდი, როდესაც ამ ჯადოსნური წრის გარღვევის მცდელობა გვქონდა, ოღონდ როგორც გამოჩნდა, ვექტორი არასწორი იყო. რას ვგულისხმობ. გახსოვს ალბათ რომ 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ზურაბ ზვიადაურმა ოქრო მოიგო. ამ ფაქტმა საქართველოში ძიუდოს განვითარებას უდიდესი სტიმული მისცა. დაახლოებით ასე მოიხაზა, ქართული ფეხბურთის მომავალი. ამოცანა ნაკრების რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრა იყო. ამისთვის ჩამოვიდნენ სახელოვანი მწვრთნელები. სამწუხაროდ ამ გზამ არ გაამართლა. იდეა რომ ნაკრები მოხვდეს ან ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს ფეხბურთის განვითარებას ბიძგს მისცემს, მართებული არ გამოდგა მარტივი მიზეზის გამო. საქარველოს ნაკრებს, მაშინ არსებული ფორმატით, სადმე მოხვედრის შანსი მინიმალური ჰქონდა. გავიხსენოთ-2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფში 2006 წლის მუნდიალის ფინალისტები, 1/4 ფინალისტი და ამას დამატებული შოტლანდიის ნაკრები ჰყავდა. აპრიორი განწირულები ვიყავით. შემდეგ შესარჩევზე კი დღემდე მჯერა რომ ფატალურად არ გაგვიმართლა. ეს არ ნიშნავს რომ გავიდოდით, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ირლანდიელების უარი თბილისში ჩამოსვლაზე, რომ არ ყოფილიყო ზოგადად ქვეტანა პოსტ ომისეულ პერიოდში, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. შემდეგი პერიოდი ბევრად არაფრით განსხვავებული არ ყოფილა. ისევ აქცენტი ნაკრებზე და ისევ არადამაკმაყოფილებელი რეზულტატი. საბოლოოდ გამოვიდა რომ ყველა უშვებს ერთი და იგივე შეცდომას. ნაკრებზე აქცენტი არაფერს მოიტანს. საჭიროა უსაზღვროდ ბევრი განათლებული ადამიანი და ამავ დროულად ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება. სახელმწიფოს მხრიდან ფულის ჩასხმა ფეხბურთში არაფერს მოგვცემს, თუ მოგვცა რამე, იქნება მხოლოდ მონენტალური ეფექტი, რომლის მეშვეობითაც გარკვეული პოლიტიკური აქტორები ქულების დაწერას შეეცდებიან.
– მე რომ სფფ პრეზიდენტი ვიყო….
– ე.ი მე რომ სსფ პრეზიდენტი ვიყო?! პირველ რიგში გავაკეთებდი იმას რომ სახელმწიფოზე ფინანსური თვალსაზრისით ვიქნებოდი მინიმალურად დამოკიდებული, ერთადერთი ვარიანტი რომელიც შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო ჩემს მიერ იქნებოდა ის რომ სახელმწიფო მაძელვს მე ფულს მიზნობრივი პროექტებისთვის და ეს მიზნობრიობა იქნებოდა აუცლებლად ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროგრამები.
მეორე რასაც გავაკეთებდი არის ის რომ აუცილბლად ვეცდებოდი გამეყიდა ჩემი კონტენტი და დამეინტერესებინა ბიზნეს გარემო, სადამამდეც ეს ამბავი გაქაჩავდა იქამდე…
ანუ სადამდეც საბანი გამწვდებოდა იქამდე გადავფარებდი, თუ მექნებოდა რეალობა რომ მე დავაინტერესე რვა ბიზნესმენი იმისთვის რომ მათ აიღონდ და პატრონაჟი გაუწიონ თითო საფეხბურთო კლუბს – ბუნებრივი ყველამ სათითაოს, მაგ შემთხვევაში მეყოლებოდა ამ რვას პლიუს ორი რომელიც დამხდა უკვე კერძო პატრონაჟის ქვეშ მყოფი და არცერთი სახელმწიფო პროგრამით დაფინასებული კლუბი.
სახელმწიფოს მხრიდან კლუბების დაფინანსება არის ღმრმად მწამს რომ სისულელე და ამის ძალიან ნათელი მაგალითი არის ის რომ ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ , სახლემწიფო უმარავ ფულს ხარჯავს განათლების სისტემაში და შედეგი გვქავს აბსოლიტურად ნულოვანი ხო ?! განათლების დონემ ქვეყანაში არ მოიმატა და ამას ცხადყოფს ზედაპირულად რომ შევხედოთ დღევანდელი რეალობა. სახლმწიფოს ჩარევა და ფულის ჩასხმა არ შველის არც განათლებას და გამორიცხულია ამბავია რომ მოიმატოს მხოლოდ უამრავი ფულის ჩასხმით საფეხბურთო დონემაც.
ქვეყანაში საბეხბურთო დონი ამაღლება არის ძალიან გრძელვადიანი და ძალიან უმადური საქმე.
უმადური იმიტომ რომ გულშემატკივარი ყოველთვის მოგთხოვს შედეგს და შედეგი საქართველოში აღიმქბეა მხოლოდ და მოხლოდ ნაკრებების წარმატებაზე.
ხელშესახები შედეგი კი შეიძლება არ იყოს ამ პერიოდში, მაგრამ სამაგიეროდ ჩაყრი ფუნდამეტს რომ ეს შედეგი მოვიდეს გარეკვული წლების მერე.
ვინც მოვიდოდა და მკითხავდა რამდენი წლის მერე მოვა ეს შედეგიო იმას მივუთითებდი კაბინეტის კარებისკენ. იმიტომ რომ ეს კიდევ ბევრ სხვა გარაშე რამეებზეა დამოკიდებული რომელიც საერთოდ შეიძლება არ იყოს ან ნაკლებად იყოს საფეხბურთო მიზეზებისგან განპირობებული და საბოლოვოდ შეუძლებელია იმის ანალიზირება კონკრეტულად როდის დაიდება შედეგი.
– თუ შეძლებ გაიხსენე ბოლოს როდის იყავი საქ. ნაკრების თამაშით კმაყოფილი ?
– ალბათ მაინც ტოპმიოლერის დროს, პირველი შესარჩევსაც ვიტყოდი, მაგრამ ტოპმიოლერის ეპოქაში მწვრთნელის ხელიც ძალიან ერტყობოდა გუნდს და პირველ შესარჩევში უფრო ფეხბურთელების ინდივიდუალიზმზე იყო ყველაფერი დამყარებული.
კლაუსას დროს, მაგალითად ურუგვაის ნაკრებს, ისეთი გოლი გავუტანეთ, რომელიც სახელმძღვანელოშია შესატანი.
– ორი სიტყვა რუსეთის ჩემპიონატზეც ვთქვათ, მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი ლეგიონერი თამაშობს რუსეთის ლიგებში.
რატომ ვერ ვითარდებიან ქართველი ფეხბურთელები რუსეთში და რატომ განიცდიან სტაგნაციას და შემდეგ ბუნებრივია უკვე რეგრესს ?
– მე მგონია რომ ამისი ერთი მთავარი მიზეზი არის ის რომ …. ერთი პერიოდი იყო ასეთი ცნება და აზრი რომ მიუხედავად თავიანთი უდიდესი ნიჭისა არგენტინელები ვერ თამაშობდნენ ინგლისში, ნათელი მაგალითია ხუან სეპასტიან ვერონის და მანჩესტრ იუნაიტედის ურთიერთობა, ვერ შეეწყო არენტინელი მანჩესტერულ კლუბის მიუხედავად იმისა რომ მას ყველა პირობა ქონდა ამისთვის.
პირველ რიგში ეს არის სტილისტიკური განსხავება, საფეხბურთო სტილისტიკაზე მაქვს საუბარი. რუსეთში ფეხბურთს აღიქვამენ აბსოლიტურად სხვანაირად ვიდრე ამას აკეთებენ დანაჩრჩენ ევროპაში და მათ შორის საქართველოში.
ამ განსხავებების გამო ქართველ ფეხბურთელებს უწევთ გადაწყობა-გადმოწყობა ახალ სტილზე რასაც არ მოაქვს კარგი შედეგი.
გონების დაძაბვა მჭირდება რომ გავიხსენო რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე წარმატებული ქართველი ფეხბურთელები.
ერთი ეს იყო მალხაზ ასათიანი, მიხელი აშვეთია და აი ბოლოსკენ სოლომონ კვერკველია…
ასათიანის სახით საქართველომ დაკარგა ძალიან მაგარი 10 ნომერი და არა მხოლოდ ქართულმა ფეხბურთმა, მე ვთვლი რომ ევროპულმა ფეხბურთმაც ძალიან მაგარი ათიანი დაკარგა იმიტომ რომ ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა სიომინმა გადაწყვიტა რომ ასათიანი დაეყენებინა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
აქ უბრალოდ ასათიანის საფეხბურთო ინტელექტი იყო იმდენად მაღალი რომ ამ პოზიციაზე მშვენივრად ითამაშა მაგრამ ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა ეს.
სოლომონზე შეიძლება იმის თქმა რომ შეიძლებოდა მას ინგლისში განეგრძო კარიერა თუმცა რიგი მიზეზების გამო ისევ რუსეთშია და ასევე აშვეთიას წარმატებული პერიოდიც იყო ძალიან მცირე ხანს.
არის კიდევ ერთი მომენტი, შეიძება რუსეთის ჩემპიონატი სტრუქტურულად და ფინანსურად უფრო ძლიერად გამოიყურება ვიდრე საქართველოს ჩემიპონატი, ფინანსურად განსაკუთრებით, განუსაზღვრელად მეტია ხელფასები რუსეთის ჩემპიონატში, მაგრამ მე მირჩევნია გიორგი ხარაიშვილის გზა რომელიც მან აირჩია და არ წავიდა რუსეთში. არჩია შვედეთი არის გიუტერბორგში, უმატებს ნელ-ნელა და ვითარდება როგორც ფეხბურთელი. სულ მალე ჩვენ შეიძლება მოწმენი გავხდეთ იმისა რომ გიორგი გადავიდეს ევროპის უფრო ძლიერ ჩემპიონატში.
გზა რომელიც ევროპაზე უფრო რთულია, მაგრამ თუ ეს გზა გაიარე უფრო მაგარ შედეგამდე მიხვალ ვიდრე რუსეთის ჩემპიონატში.
– კვირკველია გაიხსენე ახლა და ის რომ ვერ თუ არ მოხერხდა მისი პრემიერლიგაში გადასვლა, თავის დროზე მე პირდაპირ ნერვები დამაწყდა როდესაც ჯანო ანანიძეზე იწერებოდა ხოლმე რომ ის სხვადასხვა ევროპულ კლუბებს სურდათ, მაგრამ სამწუხაროდ ჯანოც დიდხანს დარჩა რუსეთში და შედეგად ჯანომ ვერ შეძლო მთელი თავისი პოტენციალის გამოვლენა.
შეთქმულების თეორიას თუ გავყვებით და სხვადასხვა ექპერტებს დავუჯერებთ ქართველებს გვერჩიან და ძალით აფუჭებენ ფეხბურთელებს, რას იტყოდი ამასთან დაკავშირებით ?
– კეთილგანწყობილი დამოკიდებულება რომ არ აქვთ ამას მემგონი ბევრი საუბარი არ სჭირდება.
ჯერ ერთი ლეგიონერი რომ ჩადის უცხო ქვეყანაში თუ მაინდამაინც მესი ან კრიშტიანო რონალდო არ არის, გუნდში არ არის ხოლმე მისდამი კეთილგანწყობა.
სხვა შემთხვევაში გამოდის რომ ვიღაცა ტიპი მიდის კლუბში რომელიც არის ადგილობრივი ფეხბურთელის კონკურენტი.
თან როდესაც ეს ტიპი არის ისეთი ქვეყნიდან რომლიც შენ მაინდამაინც გულზე არ გეხატება შესაბამისად ანტაგონიზმი იზრდება – აფუჭებენ ძალით ? არამგონია, მაგრამ ხელს არ უწყობენ უფრო სწორი ვარიანტი მგონია.
შენ ახლა გაიხსენე ჯანოს მაგალითი, მე მჯერა რომ ჯანოს უფრო მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეეძლო, თავის დროზე რომ წასულიყო რომელიმე ევროპულ ჩემპიონატში სათამაშოდ და გამომშვიდობებოდა მოსკოვის სპარტაკს. ხელის შეშლის არ ვიცი მაგრამ ხელის არ შეწყობის ფაქტები რომ არის ამას ვერ გაეცქევი ვერასდ.
არის კიდევ ერთი მომენტი. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შესაბამისად ქართველ ფეხბურთელებს შედარებით უჭირთ სამუშაო ვიზის აღება და ევროპაში სათამაშოდ წასვლა, კლუბსაც უნდა უღირდეს ქართველი ფეხბურთელი ანუ უნდა აღემატებოდეს ადგილობრივს რომ თანამშრომლობა კლუბსა და შენს შორის შედგეს – რუსეთში ეს მარტივად გვარდება.
– განავინაცვლოდ უფრო მარტივ თემებზე. ერთგვარ მინი ბლიცს შემოგთავაზებ.
პელე თუ მარადონა ?
– ბლიც რეჟიმი თუ არის მარადონა და არ მომთხოვო ახლა ახსნა რატომ.
– მარადონა თუ მესი?
– მტკივნეული შეკითხვაა, მაგრამ მარადონა.
– სანტი კაზოროლა თუ იუსი ბენაიუნი ?
(ამჯერად უნდა დაასაბუთო)
– აუ ღადაობ ხო ? რაის იუსი ბენაიუნი ? რა თქმა უნდა სანტი კაზოროლა, თან უნდა დავასაბუთ ხო ? ის რომ დღეს სანტი ამ ასაკში და ასეთი ტრამვის შემდეგ კვლავ თამაშობს ფეხბურთს უკვე დასტურია რომ უფრო ახლოს არის ეს კაცი ფეხბურთან და მეც უფრო სანტისკენ ვიხრები.
შენთვის შეიძლება იუსი ბენაიუნი უკეთესი ფეხბურთელი იყოს როგორც ლივერპულის გულშემატკივარისთვის, მაგრამ ჩემთვის ცალსახად სანტი.
– არა, მეც სანტი უფრო მიყვარს, უბრალოდ არააქტუალურ კითხვაზე მინოდა სერიოზულად გემსჯელა- ყოველთვის სახალისო გამოდის ხოლმე.
(აქ არ აღიქმება, მაგრამ თქვენ რომ სანდროს გაოგნებული ვოისი მოგესმინათ და მერე გადასვლა სერიუზულ მსჯელობაში რატომ სჯობია სანტი კაზოროლა იუსი ბენაიუნს მიხვდებოდით ამ ხუმრობას)
– სანდრო, ვიცი რომ გულშემატკივრობ არგენტინის ნაკრებს, შეგიძლია შეაგდინო შენი აზრით ყველა დროის საუკეთესო არგენტინული თერთმეტეული ?
– მოკლედ : ფილოლი კარში. მარჯვენა მცველი ძანეტი, ცენტრში აიალა და პასარელა, მარცხნივ სორინი.
ნახევარ დაცვა. საყრდენები რედონდო და მაშერანო – გამთამაშებელი რიკელმე.
თავდასხმა: ცენტრფორვარდი ბატისტუტა და ფლანგებზე ერთამნეთში მესი და მარადონა გაარკევდნენ როგორმე ვინ რომელ მხარეს დადგებოდა.
ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტმა ბექა ქავთარაძემ
კომენტარები