ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გორში, ჟურნალისტებს ზიარებასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა:
„ყველას აქვს თავისი პოზიცია. ყველანი მაინც გამოვდივართ იქიდან, რომ ეს სენსიტიური თემაა და პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას გაეცნო.
კომენტარები