არის თუ არა ერთი კოვზით ზიარება ვირუსის გავრცელების რისკის შემცველი – ეს კითხვა ისევ დაუსვეს დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს.
ჟურნალისტებმა ისიც ჰკითხეს ბატონ თენგიზს, არსებობს თუ არა სამეცნიერო კვლევა ზიარების კოვზთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ჟურნალისტებს ეს კითხვა შთააგონა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 17 აპრილის განცხადებამ:
„მეცნიერებასა და მედიცინაში მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი უნდა იყოს ეს ყველაფერი. სამეცნიერო კვლევები არ არსებობს ზიარების კოვზზე, შესაბამისად, ამის შესახებ მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ. საჭიროა მეცნიერული კვლევა. თუკი ამ კვლევას ჩავატარებთ, შესაბამისად შემეძლება, გაგცეთ პასუხი”
ამოუხსნელია, რატომ იფიქრა მინისტრმა, რომ შეიძლება წავიდეს ეკლესიაში, წამოიღოს ზიარების კოვზი და ჩაატაროს მასზე კვლევა, რათა დაადგინოს, გადამდებია, თუ არა ერთი კოვზით ზიარება.
საინტერესოა მინისტრმა ეს უბრალოდ იფიქრა, თუ უახლოეს მომავალში მართლაც აპირებს ეკლესიას მიადგეს, ზიარების კოვზი მათხოვეთ, ანალიზსს ჩავატარებო.
რაც შეეხება ბატონ თენგიზს, მან დღეს ჟურნალისტებთან თქვა: “საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება”
ალია
კომენტარები