ჟურნალისტი ბექა ყორშია:
,,მე და ექიმები vol.2 (ნევროლოგი)
– ანუ თავის ტკივილები და უძილობა, ხო ?
– დიახ – ვპასუხობ
– ტელეფონი უნდა გათიშო ძილის წინ… ყველას მაგას ვეუბნები.
– ხო, ტელეფონი პრობლემაა, ვიცი…
– თავი გადავიღოთ ?
– თქვენ თუ თვლით, რომ საჭიროა…
– არ გჭირდება შენ ახლა არაფერი ამ ეტაპზე… უბრალოდ, ათ საათზე ტელეფონი გადადე და დაიძინე.
– თავის ტკივილები ?
– თავის დროზე რომ დაიძინებ, გაგივლის 2 დღეში…
ჩემმა ძმაკაცმა რომ მომწერა წუხელ – გვიანია, დაიძინე შეჩემაო, მაგაში ასი ლარი გადამახდევინეს დღეს კლინიკაში ❤️”
კომენტარები