თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ეს ფოტო ერთი ფრაგმენტია იმ უბედურების სადემონსტრაციოდ რაც გვჭირს.
ჩვენი ორი მეზობლის შეხვედრა ევროკავშირის და საფრანგეთის პრეზიდენტების და გერმანიის კანცლერის შუამავლობით იმართება მოლდოვაში ?
არაფერი მაქვს მოლდოვას საწინააღმდეგო მაგრამ რა ვიცი აბა …
მოლდოვაში ჩადიან აზერბაიჯანის და სომხეთის პირები, მოლდოვაში…
აღარავის ახსოვს თბილისი, აღარ ეიმედებათ, აღარ ვჩანვართ ევროპულ რადარზე ?
ყველაფერთან ერთად ჩვენს ერთ ერთ მნიშვნელოვან, ბუნებრივ ფუნქციასაც ვკარგავთ ?
ყველგან პოზიტიური დინამიკაა, მოძრაობაა, ჩვენ უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილზე გაშეშებულები, და ძირითადად კი ამაყად უკან მავალი, ხელისუფლება ძალადობასა და პროვინციულ ამპარტავნობაში და ყველა ერთად მოსწრებულ სიტყვა პასუხში ვვარჯიშობთ ? ”
კომენტარები