“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს:
“ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა 2018 წლის, როცა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობდა გაყალბების მიუხედავად. ამ ბლოკმა მაშინ, პრაქტიკულად, მოუგო „ქართული ოცნების“ კანდიდატს და ჩვენ ვაპირებთ ამ გამოცდილების გაზიარებას. „ძალა ერთობაშია“ ერქვა გრიგოლ ვაშაძის წარმდგენ სუბიექტს, მაგრამ ნომერი გამოყენებული იყო „ნაციონალური მოძრაობის”. ახლაც ასეთ ტექნიკურ საკითხებს, რა ნომრის ქვეშ გამოვდივართ, რა გუნდით, ბევრი მეკითხება და ბევრს აინტერესებს ბუღალტერია. ბლოკებთან დაკავშირებით (აკრძალვა) სპეციალურად არის გაკეთებული, რომ ვთქვათ “მოდი, პარტიული იდენტობები, ჩემი პარტიული ნომერი არ დაიკარგოს”. ქვეყანას ვკარგავთ, მე არ მიყვარს პათეტიკა, მაგრამ როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს სახელმწიფოს სახვეწარი, ჩემი მხრიდან უხერხულო იქნება გამოვიდე და ვთქვა, რომ ჩემი პარტიული იდენტობა და ნომერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს ინტერესი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კომპრომისზე წავიდეთ საქართველოს ინტერესის გამარჯვებისთვის. პარტია იმისთვისაა, რომ ერთი ნაპირიდან მეორეზე გაიყვანოს ქვეყანა, თუ ამ მიზანს სჭირდება, რომ სხვა ფერის იყოს ეს პლატფორმა, კი ბატონო. ამას უნდა დავარქვათ საქართველოს გამარჯვების მოძრაობა. ჩვენ გვჭირდება დიდი მოძრაობა, თუ საჭირო იქნება, გამოვალთ “5” ნომრით“
კომენტარები