ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
საპარლამენტო ხუმრობების ციკლიდან:
პარლამენტის კორიდორში ვხვდები სოფო კილაძეს.
-სოფო, მომეცი რა ამ საოცარი დიეტის რეცეპტი, 20 კილოგრამი რომ დაგიკლია ამ ერთ თვეში.
-აუცილებლად, გამოგიგზავნით ელექტრონულ ფოსტაში, მეუბნება ფრიად ნასიამოვნები.
ერთი კვირის შემდეგ ეს ჩემი დაკომპლიმენტებული სოფო ბიუროს სხდომაზე მოულოდნელად სულელურად დამესხა თავს.
დღეს კვლავ მხვდება კორიდორში:
-სოფო, არ მინდა, არ გამომიგზავნო დიეტის რეცეპტი!
-რატომ?
-რა აზრი აქვს, ერთ თვეში ისევ 20 კილოგრამს თუ მოიმატებ? არ ნავარგება.
გავუდექი მშვიდად გზას. უკან დავარდნის ხმა შემომესმა. არ ვიცი სოფო დაეცა თუ ბათქაში ჩამოვარდა კედლიდან.”
კომენტარები