გიორგი ვაშაძის და ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური ალიანსი დღეს გაფორმდება – “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე “პირველებს” ეუბნება, რომ ამ ეტაპზე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან დასრულებულია და კონსულტაციები აღარ იქნება.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნამდვილად ჰქონდათ მცდელობა, “ლელო” შეერთებოდა ამ ალიანსს, თუმცა პარტიამ უარი თქვა.
სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა, ეს ორი პარტია იქნება ამ ახალი პლატფორმის ბაზისი ადამიანებზე იმ ცალკეული ინდივიდუალური პირებით და ა.შ. ეს მომავალი თვეების განმავლობაში გამოჩნდება ვინ შემოუერთდება ამ ერთობას, ეს იქნება ოფიციალური განაცხადი, პირველი საწყისი განაცხადი, რომელსაც პარტიების თავმჯდომარეები გააკეთებენ.
სხვა პარტიებთან ამ თემაზე კონსულტაციები აღარ გვაქვს. კონსულტაციები დასრულებულია. თუ რომელიმე პროდასავლური პარტია მოიფიქრებს, ექნება სურვილი ამდენი პლატფორმის წევრი გახდეს, რა თქმა უნდა ყველა პროდასავლური ადამიანისთვის და პარტიისთვის ეს ღიაა, მაგრამ სულ 5-6 პარტია პროდასავლურ ფრონტზე და ყველამ თავისი პოზიცია უკვე განაცხადა, ამიტომ კალთების დახევას რა თქმა უნდა არცერთზე არ ვაპირებ. ” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
ჩიხლაძის თქმით, ახალ პოლიტიკურ ალიანსში “დროას” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერებიც არ იქნებიან.
გახარიასთან არ გვქონია ამ თემაზე კონსულტაცია, ლელომ განაცხადა უარი. დღევანდელ ბრიფინგზე პრესკონფერენციაზე ისინი არ იქნებიან, ჩვენ მათთან ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა და გვაქვს, ასევე დეტალურად არიან ინფორმირებული ჩვენს გეგმებზე და შესაბამისად ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე ისინი, ყოველ შემთხვევაში გაცხადებული აქვთ, რომ არ უერთდებიან ამ ერთობას”- აცხადებს ის.
კომენტარები