ბლოგერი, გურამ შეროზია:
“სიტუაცია სპარში:
– მე: უკაცრავად, უმაცივრო წყალი სად გიდევთ?
– ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მანამდე ყუთებს ალაგებდა: მე რავიცი, კონსულტანტი ვააარ?
– არ ვიცოდი, უკაცრავად. მაგრამ კონსულტანტობა არ ტეხავს.
– ჰოდა ახლა იცით! და გადაძვრა უცებ მაციცრების მხარეს, აი მზა საკვებთან, სადაც თანამშრომლები დგანან
– აი იქ რომ დგახართ აბა ვინ მეგონებოდით? გავუღიმე
– სადაც მინდა იქ ვიდგები და არაა შენი საქმეეე!!!
ნუ მეუხეშებითმეთქი როცა ვუთხარი, ხმაზე ჯეელი გამოვარდა დასაცავად საწყობიდან, მერე დამინახა და უკან შევარდა :)) ამ გოგომ ჯუჯღუნი და თავხედობა მაინც არ შეწყვიტა, არა და არც ავყოლილვარ…
სალაროსთან თავი ასე იმართლეს: es araa chveni tabamshromeli iciiit
მორალი: კონსულტანტობა არ ტეხავს და სანამ ამ მენტალიტეტით ვიმოძრავებთ არაფერი გვეშველება.
მორალი 2: თუ არაა თანამშრომელი – სალაროში და საკვები ობიექტების მხარეს დაქალებს ნუ აყენებთ.
მორალი 3: არასრულფასოვნების კომპლექსი რა უხერხული რამეა
მორალი 4: ძალიან დაბალი დონე ყოფილა სპარიმეთქი ვიტყოდი, მაგრამ გერმანიის საელჩოსთან და ფოთის სპარებში ძაან საყვარელი ხალხი მუშაობს, ჰოდა გურამ ნუ განსჯი ერთი შემთხვევიით
და მაინც რა სიბანძე იყო ეს ყოველივე.
ჩემი შემთხვევა გამახსენდა სამიოდე წლის წინ ზარაში:
– ეს რა ღირს?
– მე: არ ვარ კონსულტანტი
– ის: ვაიმეეე დიდი ბოდიშიიი
– მე: რას ამბობთ, მადლობა პირიქით, თუ ასეთი მოხდენილი და ნორჩი გგონივართ, როგორც ესენი არიან )))
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო.”
კომენტარები