პარტია “ხალხისთვის” ლიდერი გიორგი ვაშაძის “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანებას აფასებს და ამბობს:
ნაციონალურ მოძრაობას ახლა უბრალოდ უბრუნდებიან მისი უძღები შვილები, რომლებიც ისედაც ეკუთვნოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წიაღს. ეს არ არის გაერთიანება, იმიტომ, რომ ჩვენს წინაშეა ძირითადი სუბიექტი და ყოფილი სატელიტი. ჩვენ ვმუშაობთ ამომრჩევლებთან, რომლისთვისაც დიდი ხანია არც ქოცები და არც “ნაციონალური მოძრაობა” არ არიან მისაღები და ისინი რაღაც ახალს ელიან, რომელიც ამ ორ პოლუსს გადააბიჯებს, ეს არის ჩვენი გამოძახილი. შესაბამისად, ნაცებთან რაიმე სიახლოვეს გამოვრიცხავთ.
კომენტარები