სამოქალაქო აქტვისტი, შოთა დიღმელაშვილი:
ფარმაბიზნესი ჩვეულებრივი ბიზნესი არ არის, რადგან ყიდის არა უბრალო სურვილებს, არამედ სასიცოცხლო საჭიროებებს, ამიტომ ამ ინდუსრიისთვის რეგულაციები უცხო არ არის, თუმცა ისინი მათ მიუხედავადაც ყვავიან.
დამაინტერესა წამლების რეფერენტული ფასების მიმართებაში საერთაშორისო პრაქტიკამ და რამდენიმე მეტა-კვლევას გადავხედე.
შედეგები მეორდება – საერთაშორისო რეფერენტული ფასები უმცირებს ჯანდაცვის ხარჯებს როგორც კერძო პირებს, ისე სადაზღვევოებს.
ასეთი ფასწარმოების მთავარი უარყოფითი შედეგი არის ის, რომ ბიგ ფარმას რჩება სულ უფრო ნაკლები ფული და მოტივაცია R&Dსთვის, ანუ ახალი პრეპარატების კვლევა-განვითარებისთვის.
ამაზე დიდ ქვეყნებს შეუძლიათ ინერვიულონ, სადაც ამ სფეროში ინოვაცია ხდება. საქართველო, სამწუხაროდ, მეტწილად მომხმარებელია და არა მწარმოებელი და მით უფრო – ინოვატორი.
შესაბამისად საქართველოს რეფერენტული ფასები ვერავის დააზიანებს, გარდა ქართული სააფთიაქო კარტელისა.
მათზე დიდად არ ვნერვიულობ, გადაიტანენ, რადგან როგორც ზევით აღვნიშნე, არა “მინდას”, არამედ “მჭირდებას” ყიდიან. რა ვქნა, ადამიანის სიცოცხლე უფრო პრიორიტეტული მგონია, ვიდრე ბიგ ბოსს საპარლამენტო მანდატის ყიდვის შემდეგ იმავე თვეში მეცხრე პენტჰაუზის მაყუთი დარჩება თუ არა.
პ.ს. ევროკავშირს ფარმაზე არ აქვს ბლანკეტური რეგულაციები და აძლევს ქვეყნებს უფლებას, საკუთარი პოლიტიკა ჰქონდეთ, თუმცა ეს ბიზნესი ზოგადი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ქვეშ მაინც ექცევა და ყოფილა შემთხვევები, ევროკომისიას მწარმოებლები დაუსანქცირებია.”
კომენტარები