მკაცრ საკარანტინე ზომებზე, კონკრეტულად ქუჩაში მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გასვლის ზომების შემოღებაზე უარი, სკანდინავიამ სუფთა ჰაერზე ყოფნის სასარგებლო თვისებებით ახსნა – ამის შესახებ, ქვეყნის დედაქალაქის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, იონი ახლოამ ახალი ამბების სააგენტო “RIA” – თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სეირნობა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც პრობლემებისგან განტვირთვასა და ზოგადად დასვენებაში ეხმარება მათ.
„გასეირნება დადებითად მოქმედებს ორგანოებზე, სრულიად სხვაგვარად მიმდინარეობს პროცესები და ნივთიერებათა ცვლა ორგანიზმში. ადამიანის ორგანიზმი ჟანგბადით მდიდრდება და მკვრივდება“, – განაცხადა იონიმ.
გარდა ამისა, სუფთა ჰაერი სასუნთქი გზების დამცავი უჯრედების ზრდას უწყობს ხელს და ინფექციასთან სწრაფად გამკლავებას უწყობს ხელს. იმუნიტეტის გაძლიერებას, ხელს მცენეარეები უწყობს, რომლებიც ფოტოსინთეზს განიცდიან და ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდებიან – განაცხადა ექიმაა იონიმ. მისი თქმით, სახლში შესრულებული ვარჯიში, ჰაერზე გასეირნებას ვერ შეცვლის.
ფინეთში, სასეირნოდ გასვლა, ვარჯიში პაკრში ან სკვერში ნებადართულია. გარდა ამისა გახსნილია საბავშვო მოედნები და სატრენაჟრო დარბაზები. შევდეთში, დანიაში, ისლანდიაში და ნორვეგიაში ქუჩაში გასვლაზე შეზღუდვა არცერთი დღე არ მოქმედებდა. ბელგიაში და გერმანიაში ქუჩაში გასვლა ნებადართულია, თუმცა მოკლე ვადით და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვის შემთხვევაში.
ექსპრესნიუსი
კომენტარები