ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„ამ ეტაპზე მარნეულში თერმოსკრინინგი ეფექტური ინსტრუმენტი არ იქნება, რათა გუშინდელი მოვლენის შედეგები გამოვლინდეს. ეს არ არის კარგი ფაქტი. ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ კონკრეტული მოვლენიდან გამომდინარე ვგეგმავთ, რა ღონისძიებების ჩატარება შეიძლება მარნეულში. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინდელი მოვლენის გამო იქ ეპიდსიტუაცია უკვე კვლავ რისკის ქვეშ დადგა, შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ჩატარდეს თერმოსკრინინგი და დამატებითი ტესტირებები“
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მარნეულის გახსნის თარიღმა დიდი ხნით გადაიწია, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დიდი ხნით არა, მაგრამ რაიონი გარკვეულწილად, უკვე საჭიროებს ხელახალ მონიტორინგს.
“ალია” – არც ერთ ჩინოვნიკს არ უთქვამს მარნეულებებისთვის, რომ ისინი შეძლებენ მოსავლის გატანას და გაყიდვას.
ახლა იმის თქმა, რომ იგეგმებოდა – მაგრამ არ გაიხსნება და კიტრი, რომელიც ქალაქში 6 ლარი ღირს, 80 თეთრად უნდა ჩააბარონ, ცოტა არ იყოს იმ ამბავს ჰგავს, მთვარიანი ღამე არ იყო, თორემო…
კომენტარები