რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? საქართველოს ევროპაში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა, – ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „ტვიტერის“ პოსტს, რომელიც მან ხორვატიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.
„რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? საქართველოს ევროპაში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა. საკუთარი ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა“, – წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი „ტვიტერზე“.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ საქართველო და ხორვატია ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ.
ipn.ge
კომენტარები