სოციალური ქსელის მომხმარებელი, აშშ-ში მცხოვრები სალომე ანდრონიკაშვილი „ფეისბუქზე“ სახალისო ისტორიას იხსენებს:
„მეორე კურსი ახალი დაწყებულია და თანაკურსელმა ბიჭმა ყველანი თელავში დაგვპატიჟა. სიამოვნებით დავთანხმდით. ალაზანი მარტო ლექსიდან ვიცოდი,რთველშიც არ ვყოფილვარ. ამ ჩვენს კურსელს ჩვენივე კურსელი გოგონა მოსწონდა.შეიძლება ნიშნობის ბეჭდისთვის გამოგვეკრა ხელი. სამი მანქანით წავედით.ჩავედით.მასპინძლები თბილად შეგხვდნენ.პირდაპირ სუფრასთან მიგვიწვიეს. ეზო შევათვალიერეთ,ბასეინს არ ველოდით, ალაზანზე საბანაოდ კუპალნიკები წამოღებული გვქონდა,წუთებში გამოვიცვალეთ და წყალში ჩავცვივდით.
ბიჭები სუფრას მიუჯდნენ,თუმცა მასპინძელი დაიბოღმა.ზედ არავის უყურებდა.ბოლოს შვილს უსაყვედურა:მოსახარში ხინკლებივით წყალში რო ჩაეყარნენ ე შობელძაღლები, სახლში ვერ იბანავესო?!
ჩვენი ბიჭები დაიბნენ.ვიღაცამ უხეშად უპასუხა.შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.დიასახლისმა ჯერ აუზიდან ამოგვყარა,მერე – ეზოდან.ჩაცმა ძვლივს მოვასწარით.
ჩავეყარეთ მანქანებში.ბიჭებიც შემოგვიერთდნენ. მასპინძლის იმედზე წამოსულებს ფულიც არ გვაქვს.რა გვექნა, თელავი დავათვალიერეთ,ერეკლეს ძეგლს დავარტყით წრე,ალაზანზეც ჩავედით.ამასობაში მოგვშივდა,”დედის პურის” საყიდლად ბაზრის შესასვლელთან გავჩერდით. შავებში ჩაცმულ მოხუც ქალს მივადექით. რაც ფული გვქონდა მივეცით. კალათიდან პურები ამოიღო,წინ დაგვილაგა, ტუჩებზე ხელი აიფარა და თითებიდან შეგვეკითხა: ცისკარაანთ ვასომ ქალაქიდან ბოზები რო ჩამაუდენა დედ-მამას,თქვენა ხაართ?! “
კომენტარები