ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი გიორგი მარგველაშვილის შესახებ წერს:
„კარგი, ვთქვათ სადღაც ყური მოკარი ამ ამბავს, არ გაგაჩნია იმის ცოდნა და უნარ – ჩვევები, თუკი სიმართლე გაინტერესებს გადაამოწმო ეს ინფორმაცია FARA-ს საიტზე. მაგრამ მტკიცებით ფორმაში რომ ავრცელებ, როგორც უტყუარ ინფორმაციას, თან ჟურნალისტი რომ ხარ, ამის გამო ბინძური პროპაგანდისტი, არაპროფესიონალი და უსინდისო რომ დაგიძახო, გეწყინება ხომ? ფსკერი არის სადმე, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტებმა, თუ საინფორმაციო სააგენტოების ნაწილმა არ ჩახვრიტეს?
P.S. FARA-ში წერია რომ ლობისტურმა კომპანიამ მიიღო 11.5 ათასი დოლარი პრესრელიზის გავრცელებისათვის, რომელშიც ეწერა, რომ მარგველაშვილის ინიციატივით, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა მიმართეს საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის თაობაზე. ესაა და ეს, დანარჩენი უსინდისობაა. აი, ესაა თურმე მარგველაშვილის მექრთამეობა! ძალიან სირცხვილია უკვე, ვინც არ უნდა იყოს, ადამიანთან ასე მოქცევა!“
კომენტარები