იმყოფება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ იზოლაციაში პარტიის მხრიდან – ნიკა მელია გადაცემა “რეაქციაში” ამბობს, რომ შესაძლებელია, მესამე პრეზიდენტი ორმაგ ტყვეობაში იყოს.
როგორც ჩანს, ვიღაცას სურს სააკაშვილი მორალურად დაამარცხოს – ამბობს მელია.
„ერთხელ აქციაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მე ვთქვი შემდეგი რამ, რომ ადრე თუ გვიან მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, მაგრამ მან უკვე გაიმარჯვა მორალურად-მეთქი. მას შემედეგ, ვაკვირდები და როგორც ჩანს, ვიღაცას სურს მიხეილ სააკაშვილი მორალურად დაამარცხოს…
მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლებელია ორმაგ ტყვეობაში იყოს, დიახაც. მაგრამ მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული. დღეს მე მასთან ძალიან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სადმე გაგინოათ? ამას იმიტომ ვსაუბრობ, რომ ადამიანები, რომლებიც 24 საათი მხოლოდ ამაზე საუბრობენ დღეს ხსენებაც არ აქვთ. ცდილობენ მხოლოდ მისი სახელი გამოიყენონ და ასე მოიპოვონ რამდენიმე მანდატი პარლამენტში“.- ამბობს მელია.
კომენტარები