ფოტო – ტვ პირველი
დაკავებული მწერლის ადვოკატი – დავით გაბისკირიას უფლებადამცველი “პირველებს” ეუბნება, რომ 38 წლის ბიზნესმენის, ტატო გურგენიძის დაჭრაში მხილებული კაცი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი ვაკის პოლიციაში, სავარაუდოდ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იმყოფებოდა.
დაპირისპირება ბიზნესმენსა და მწერალს შორის – პირველების ინფორმაციით, ბიზნეს წილებს უკავშირდება. გაბისკირია და გურგენიძემ ვერაზე მიწის ნაკვეთს ფლობდნენ, სადაც საცხოვრებელ კომპლექსს აშენებდნენ.
“პირველების” ინფორმაციით, დავა ეხება ვერაზე, ხოშტარიას 2 ნომერში მდებარე ბინებს.
ადვოკატი გიორგი ძიგუა ამ საკითხზე არ საუბრობს და ამბობს, დეტალები არ იცის. უფელბადამცველი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ აღნიშნულ მისამართზე კორპუსი ნამდვილად აშენებულია.
კომენტარები