კობა ხაბაზი, რომელიც დღეს იუბილარია და რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა უკრაინიდან, სოციალურ ქსელში, წერს:
“საქართველოში ვარ.
55 წლის იუბილეს უკრაინაში შევხვდი.
ძალიან მინდოდა, რომ მომდევნოს, 56 წელს საქართველოში შევხვედროდი.
შევისრულე სურვილი, აქ ვარ, ჩემს საქართველოში.
ღმერთო, როგორ მომნატრებია ჩემი საქართველო, ჩემი აჭყვისთავი, ჩემი ეზო, ჩემი სახლი.
ძიას სიხარულებიც აქ არიან, ჩემი იოანა, ჩემი ალექსანდრა.
ახლა გოდორში უკვე 2 ანგელოზი მიზის…
სიცოცხლე მშვენიერია!
ვიცი ხვალ კვლავ ორომტრიალში ჩავერთვები, ისევ ტკივილი აწმყოს შემყურე, ისევ ბრძოლა, ისევ ღალატი, ყოვლისწამლეკი ზიზღის და სიძულვილის მორევი, ისევ ბუნდოვანი ხვალინდელი დღე, მაგრამ…
მაგრამ ამაზე ფიქრი დღეს არ მინდა, დღეს ვიცი მხოლოდ ერთი, რომ სიცოცხლე მშვენიერია!”
კომენტარები