კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგში დააფიქსირეს. ის აფრიკელ მაღალჩინოსანს ხვდება რუსეთ-აფრიკის სამიტის ფარგლებში. ამ სამიტში მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში “რუსეთის სახლის” ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა პრიგოჟინის ფოტო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელთან ერთად.
ინტერიერი მიანიშნებს, რომ ფოტო გადაღებულია სასტუმრო Трезине-ში, რომელიც პრიგოჟინის ოჯახს ეკუთვნის.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრიგოჟინი რუსეთში საჯაროდ გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც შეიარაღებული ამბოხება მოხდა გასულ თვეში.
აჯანყების შემდეგ, პრიგოჟინი საჯაროდ ნახეს 19 ივლისს, ვიდეოში, როგორც ჩანს ბელარუსში. ვიდეოს მიხედვით ის “ვაგნერის” მებრძოლებს ესალმება. CIA-ს დირექტორმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ “ვაგნერის” დამფუძნებელი მინსკში იმყოფებოდა.
კომენტარები