რუსკა მჭედლიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ტვ პირველს მიაწოდა სქრინები და პირველმა განაცხადა, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილი მისივე პარტიას იზოლაციაში ჰყავს, რომელი განცხადებაც, რამდენიმე საათში, გაიმეორა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, სოციალურ ქსელში, წერს:
“ემიგრანტებო თქვენ განსაკუთრებით დაგაინტერესებთ ეს ფაქტი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების დაკომპლეტება, მონიტორინგი, ემიგრანტების მაქსიმალური ჩართულობა დამავალეს, რადგან მანამდე ევროპაში ემიგრანტებთან მიშას შეხვედრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, ბევრი პირადი კონტაქტი მქონდა ნდობით აღჭურვილი და კომპეტენტური ადამიანების, ვინც საარჩევნოდ კამპანიაში ჩაერთვებოდა.
ასევე, ამ ჯგუფში იყვნენ მაიკო ჯავახიშვილი, ანა მელაძე, აბო გურჯიშვილი, ირაკლი ქავთარაძე და ნატა მჭედლიშვილი.
ერთ დღესაც, ირაკლი ქავთარაძემ ჩამიგდო ლოკაცია კონკრეტული მისამართის, სადაც უნდა მივსულიყავით საიდუმლოდ, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, მივედით და კარი ვანო მერაბიშვილმა გაგვიღო, იქ დაგვხვდნენ დათო კირკირაძე, ზაზა გოროზია, გიორგი ბოტკოველი, ბადრი ბასიშვილი, შოთა უტიაშვილი, ივერი ბალახაშვილი.
ვანომ დაგვავალა, რომ “იმასთან” (მიშასთან) შეთანხმებულია უნდა დავაფუძნოთ ფონდი, სადაც ემიგრანტები ფულს ჩარიცხავენ, მაგათთვის, 50$ 100€ არაფერია და აქტიურად ჩავრთოთო, ვიკითხე ეს შეგროვილი თანხა რისთვის იყო საჭირო, მიპასუხეს, რომ პარტიისთვის, მოვითხოვე, პარტიის ანგარიშზე ჩარიცხულიყო შემოწირულობის სახით, რადგან გიორგი სიგუასთან მქონდა მსგავს სიტუაციაში გამოცდილება და შარი იყო ეს ამბავი, რადგან გამჭირვალე სხვა შემთხვევაში ვერ იქნებოდა ხარჯი. ნუ მაინც დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ეს ფონდი უეჭველად შექმნილიყო და მეორე ხუთშაბათს შევხვედრილიყავით კონკრეტული “პროექტით”.
იქიდან წამოვედით და ეგრევე მიშას დავურეკე, ვუთხარი, რომ ესეთი ამბავია და თქვენ ხომ წინააღმდეგი იყავით ამის, სიგუას მსგავს თაღლითობაში მონაწილეობის მიღება არ მინდათქო, (მართლა შეთანხმებული მეგონა და პირდაპირ ჩხუბით დავურეკე ).
კარგად არ მესმის მატარებელში ვარ და მომწერეო. მივწერე დეტალურად, აღმოჩნდა, რომ მასთან შეთანხმებული არაფერი არ იყო, დამირეკა და მითხრა, რა ფულები უნდა მოსთხოვო, არ გაეკარო მაგათო (ვანოს კლანს).
შემდეგ შეხვედრაზე მივედით ვანოსთან და ჩვენი “პროექტი” მხოლოდ ვიდეო მიმართვებით შემოიფარგლა, სადაც ემიგრანტები მოუწოდებდნენ თავის ნათესავებს, მეზობლებს, ახლობლებს რომ
მისულიყვნენ არჩევნებზე, აი ასე არ გავისვარეთ მე, მაიკო და ანი და არ მივეცით საშუალება იმ ვირეშმაკებს, თქვენი ტანჯვით ნაშოვნი ევროები და დოლარები მიეთვისებინათ.
გააქვთ კითხვებიი?”
,, მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლებელია ორმაგ ტყვეობაში იყოს” – ნიკა მელია
კომენტარები