ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
“ჩვენ გვიხარია, რომ ის კრუიზის გემი გავაგდეთ და ბოდიში, ამ სიხარულში ვერ გამოგყევით.
ჩვენ ის გემი შემოვუშვით, რაღაც, ე,წ, აფხაზეთის დროშით, ამის შემდეგ არაფერს აქვს აზრი.
მათ ჩვენ მიწაზე, ჩვენ ქალაქში, ჩვენი შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთეს, თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია, მერე ბათუმი მოიარეს, ჭამეს, სვეს და წავიდნენ. მოისაქმეს კიდეც, ალბათ.
მეტი რა უნდა ექნათ, ხალხო?
მართლა მაინტერესებს, რას ელოდით? – დაგვხოცავდნენ? ვინ ხოცავს იმათ, ვისაც უომრად იპყრობს?
სად აქვთ იმათზე დასახარჯი ტყვია, ვინც უომრად ბარდება?
ჩვენ ვებრძვით კრუიზს და არა იმას, ვინც ჩვენი სახელით, ჩვენ მიწაზე შემოიყვანა, დაიცვა და ჩვენი შეურაცხყოფის, ჩვენი კონსტიტუციის დახევის უფლება მისცა.
მთავრობა უნდა გვეიძულებია არ შემოეშვა – ეს იყო გამოსავალი! ეს იქნებოდა რამის დასაწყისი.
ახლა ეს არაფერი არაა, არაფერს არ ჰგავს, ჩვენ ჩვენ მიწაზე, შემოგვიყვანეს ადამიანები, რომლებმაც მოგვაყენეს შეურაცხყოფა, დაარღვიეს კანონი, დაგვცინეს, მერე ისეირნეს ჩვენ ქალაქში, ჭამეს, სვეს და არაფერი, შერჩათ და ჩვენ გვიხარია, რომ მოსაღამოვდა, წავიდნენო…
ხო, აბა, დედოფალთანაც უნდა დაწოლილიყვნენ?
ეჰ…
ოხერია ღამე, კიდევ კარგი, ღამითაც არ დარჩნენ, კიდევ კარგი, გადარჩენილები ვართ…”
კომენტარები