ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უმძიმესი, მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117 მუხლის პირევლი ნაწილით დაიწყო.
კომენტარები